შოთა არველაძე: სფფ-მ დიდი შეცდომა დაუშვა

AutoSharing Option
ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემას შეეხო.

არველაძემ საქართველოს ნაკრების გაწვრთნის შესახებ შემოთავაზებაზე და კახა ცხადაძის ირგვლის შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა.

გთავაზობთ ინტერვიუს ნაწილს.

- ბოლო ამბავზე გადავიდეთ: საქართველოს ნაკრების გაწვრთნა ოფიციალურად შემოგთავაზეს?
- ვისაუბრეთ ამ თემაზე - ეს იყო და ეს. თუმცა, ასეთ დროსაც ყოველთვის ნათლად ჩანს ხოლმე შეხვედრის მონაწილეთა პოზიციები...

- მხოლოდ უარი თქვით თუ დაასაბუთეთ უარის მიზეზი?
- დაუსაბუთებელი უარი ყველას უპატივცემულობა იქნებოდა, პირველ რიგში კი - საქართველოს ნაკრების და მის მიმართ
ჩემი დამოკიდებულების! ბევრი მიზეზი მქონდა...

- პირდაპირ გკითხავთ: რომ არა ცხადაძის მაგალითი, მაინც უარს იტყოდით?
- კარგი კითხვაა. თუმცა, შეგვიძლია, მხოლოდ ვივარაუდოთ - როდის რაზე ან რის გამო ვიტყვი უარს... ეს რომ კლუბი იყოს, სხვა საქმეა. კახა ჩემი მეგობარია და ყოველთვის გავითვალისწინებ, რომ არაერთი წლის ურთიერთობა მაკავშირებს­ მასთანაც და სხვებთანაც. ეს საქართველოს ნაკრებია და ჩემს დამოკიდებულებას კატეგორიული ფორმა არ ჰქონია - საქმეს ადამიანურად, პროფესიულად მივუდექი და დარწმუნებული ვარ, შემოთავაზების ავტორმაც სწორად გამიგო...

- უნდა დათანხმებულიყო კახა ცხადაძე ახალ შეთავაზებას?
- ჩემი აზრით, სფფ-მ დიდი შეცდომა დაუშვა კახასთან კონტრაქტის დარღვევით. მიზეზიც გაუგებარი დარჩა ჩემთვის და არც განცხადებების ფორმა მომეწონა. გასაგებია, რომ ახალ ხელშეკრულებას საკუთარი პრინციპებით და შეხედულებით ცვლიან, მაგრამ არსებული კონტრაქტის ასე უპატივცემულოდ შეცვლა არასწორად მიმაჩნია. მით უმეტეს, როცა ნაკრებში უკეთესი მომავლის კონტურებიც გამოიკვეთა და ურთიერთობებიც დალაგდა...

- მიგაჩნიათ, რომ ნაკრების მწვრთნელს უსამართლოდ მოექცნენ?
- ჩემი აზრით, ძალით ავიტკიეთ აუტკივარი თავი... 200 ათასი ევრო ცოტა არ არის, მაგრამ ნამდვილად არ ღირდა ამხელა აჟიოტაჟად. 260 მილიონი უნდა დაიხარჯოს ქართულ ფეხბურთში და მაინცდამაინც იქ ვაკეთებთ 200 ათასის ეკონომიას, სადაც ყველაზე მეტად გვჭირდება გამარჯვებები, სადაც წარმატება ყველაზე მეტად ჩანს?!

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ავტორი: რატი შელეგია
წყარო: kvirispalitra.ge
მკითხველის კომენტარები / 18 /
arveladzeebi shors qartuli fexburtidan
გაბუნია
18 მარტი 2016 02:39
0
დააბრუნეთ ცხადაძეეეეე! სცვა ვერავინ გვიშველის და ბატონო ლევან, შეცდომას უშვებთ იცოდეთ. რაც ჩაუწერეს კონტრაქტში მიეცით და დააბრუნეთ გთხოვთ! თორემ სულ დაიღუპება ნაკრები
mtieli
11 მარტი 2016 19:58
0
შოთი ბატონო საქართველოს ნაკრების წარმატებები კი არა და ნოლიდანაა ყველაფერი დასაწყები და ეს რომ ასეა ამაში თქვენი და თქვენი ძმების წვლილიცაა ბატონო.ეხლა ფული ნაკრებში კი არა და საფ-ინფრადტრუქტურის,მწვრთნელთა მომზადებისა და საერთოდ გეხბურთის მენეჯმენტის ანუ მართვის განვითარებაში უნდა ჩაიდოს.ზუსტად ისე როგორც გეგმით არის გათვალისწინებული.
Vep1963
02 მარტი 2016 08:50
0
არა მე არაპერი არ ცამიგი ან რა უნდა ცამეგო აც არ მაქვს,მე ვიგულისხმე ელემეტარული პეხბურტის ცოდნა ნებისმიერი მოტამესჰესტვის რომ გეკიტხა მეორე დგე კველას ტოტალი მეტი ეცერატ,და კიდევ არც ისეტი გამოუცდელი ვარ ვიგაცის ნატქვამი და ვიჯერო მიტუმეტეს უნიცჰოსი.
jaba chemo dzma,kakula
27 თებერვალი 2016 16:43
0
კარგები არიან არველძეები, ემჩნევატ კარგ ოჯახში გაზრდა, კეთილიდა ხალისიანი ხალხია
Fina
27 თებერვალი 2016 11:43
0
თავისთვის უნდათ ის 265 მილიონი, აბა ტყუილად კი არ მოიკლა თავი კობიაშვილმა მაგ თანამდებობისთვის
gia
27 თებერვალი 2016 11:41
0
ბოღმა ტიპი სუფთა
xorxe
27 თებერვალი 2016 00:12
0
ცხადაძის დროს რა გამოიკვეთა?! კობიაშვილის ბრალია ის რომ ამდენი ხანი გავიდა და ნაკრები კიდევ მწვრთნელის გარეშეა! ცხადაძე კი ნამდვილად გასაშვები იყო!
Aburjga
26 თებერვალი 2016 19:56
0
არა, არა ცხადაძეს! საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელს ამხელა მოთხოვნილებები არ უნდა ქონდეს ფულზე!
Aburjga
26 თებერვალი 2016 19:05
0
ბერია უშველიდა ბრატ და თან როგორ, მიახვრიტავდა ბევრს, კობიაშვილი არ იყო საპრეზიდენტო კაცი, და ყველამ კარგად ვიცით რატომ დანიშნეს
imereli
26 თებერვალი 2016 17:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული