ჯანი ინფანტინოს გამარჯვება ერთერთმა პირველმა ლევან კობიაშვილმა მიულოცა

AutoSharing Option
ჯანი ინფანტინოს ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ერთერთმა პირველმა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მიულოცა. ამის შესახებ სფფ-ის ფეისბუქის გვერდი იუწყება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია არჩევნებში ამ კანდიდატს მხარდაჭერას ღიად უცხადებდა.

26 თებერვალს, ციურიხში გამართულ ფიფას კონგრესზე ახალი პრეზიდენტი აირჩიეს. ჯანი ინფანტინომ არჩევნების მეორე ტურში 115 ხმა მიიღო და კონკურენტ შეიხ სალმანს 27 ხმით აჯობა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ახალმა ფიფას პრეზიდენტმა იქნებ დაგვეხმაროს ნაკრების ახალი მცვრტნელის ნახვაში,თორემ არ დაადგა საშველი
beqa
23:30 27-02-2016
0

სიახლეები პოპულარული