გია გეგუჩაძემ Sportall.ge-ს მკითხველი ნაკრების მაისურით დააჯილდოვა [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ გუშინ, 22 მარტს, წინასამატჩო პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" გამარჯვებული დავით ბურჯანაძე ნაკრების მაისურით დააჯილდოვა.

გეგუჩაძესთან ერთად გამარჯვებულის დაჯილდოებაში მონაწილეობა ოთარ კიტეიშვილმაც მიიღო, რომელიც პრესკონფერენციას ესწრებოდა.

დავით ბურჯანაძე 21-წლამდელთა ნაკრების ღია ვარჯიშსაც დაესწრო, რომელზეც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი იმყოფებოდა. გამარჯვებულმა მკითხველმა მილოცვა სფფ-ის პრეზიდენტისგანაც მიიღო.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

Sportall.ge-ზე გია გეგუჩაძისთვის კითხვების დასმა 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მწვრთნელმა დასმული კითხვებიდან საუკეთესო შეარჩია.

დაჯილდოების შემდეგ გია
გეგუჩაძემ და დავით ბურჯანაძემ რუბრიკასთან დაკავშირებით კომენტარები გააკეთეს.

გია გეგუჩაძე:
"ჩემი აზრით, ძალიან სასარგებლო და საჭირო რუბრიკაა. ბევრი ისეთი კითხვა იყო, რომელმაც ჩამაფიქრა. ურთიერთობა გულშემატკივართან შეიძლება არაპირდაპირი იყოს, მაგრამ ასეთი ფორმატით კომუნიკაციაც აუცილებელია. ამ რუბრიკაში, როგორც ფეხბურთის, ისევე სხვა სპორტის მრავალი რესპონდენტი უნდა გყავდეთ, მე კი სიამოვნებით ვადევნებ თვალყურს".

დავით ბურჯანაძე:
"მხოლოდ დადებითად შემიძლია შევაფასო ეს რუბრიკა. ის აუცილებელია სპორტული სამყაროს და გულშემატკივრის დაახლოებისთვის, რაც სპორტის ხიბლია. ეს არის პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი სპორტის მასობრიობისკენ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული