"არ გრცხვენიათ?! ადამიანი იხვეწება, არ მინდა სიკვდილიო... სად დავკარგეთ ქართველობა?"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მამუკა წერეთელი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" აკაკი დევაძის ჯანმრთელობასა და მხარდაჭერასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარის მდგომარეობა 2015 წლის ოქტომბრიდან გაუარესდა. თურქულ კლინიკაში მას უთხრეს, რომ სასწრაფოდ ესაჭიროება ღვიძლის ოპერაცია და ადგილზე 3-თვიანი რეაბილიტაციის კურსი, ოპერაცია კი 50 000 დოლარი უჯდება.
გადავარჩინოთ კაკო დევაძე! - საქველმოქმედო მატჩი და ნაკრების აქცია
აკაკი დევაძე: მას შემდეგ ტელეფონი არ გაჩერებულა...

მამუკა წერეთლის განცხადების ტექსტს, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, უცვლელად გთავაზობთ:

"ქართველი ნოვი ღრუზინები, რომლებსაც ბრექაობაში
ბადალი არ ჰყავთ, ათიათასობით ევროს რომ ბევრ სისულელეში აგდებენ, მეტიც, საყვარელს, ბოდიში და ქვედა საცვლებში მინიმუმ 1 000 ევროს რომ აგდებენ, თან ცოტა წინ წავიდეთ, გაუნათლებლობა-უწიგნურობაშიც ბადალი რომ არ ჰყავთ დუნიაზე, სწორედ მათ მივმართავ: ნამუსი საერთოდ გქონდათ? და თუ გქონდათ, ჩარეცხეთ საკუთარი ხელით?

რომელი ქართველის ერთობლივ თანადგომაზეა დღეს საუბარი? ადამიანს, არ უნდა იყოს რთული მისახვედრი, დიახ, აკაკი დევაძეს, 50 თამაშზე მეტი აქვს ნათამაშები ეროვნულ ნაკრებში და სრულიად საქართველოს რამდენი სიხარული მოუტანა.

ადამიანი დღეს სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე დგას და რა გულგრილობას ვხედავ მის მიმართ?! ძალიან მწყდება გული...

არ გრცხვენიათ?! ადამიანი იხვეწება, არ მინდა სიკვდილიო და სიცოცხლე შემინარჩუნეთო...

ბევრი რამ არ ითქმევა კიდევ, მაგრამ სად დავკარგეთ ქართველობა და ადამიანობა? ვაი, სირცხვილო!", - წერს ფეხბურთელი.
მკითხველის კომენტარები / 42 /
აკაკი დევიზე მისი დარი მეკარე ახლაც არ გვყავს მისი საუცხოო ტამასი კაზინოებსი ყრიტ პულს რესტორნებს არ იკლებტ ეს რატმაუნდა ყველას არ ეხება ნეტა მქონდეს რომ ყველას ხელი გავუმარტო დიდი ხარ უპალო დაეხმარე
ledi
29 მარტი 2016 13:58
0
ეს ისეთი თანხაა სალაპარაკო არც უნდა ყოფილიყო ისე უნდა მოგვარებულიყო თვითონ საფეხბურთო ოჯახში. გასაგებია ხალხიც უნდა დავუდგეთ გვერდით, მე პირადად 10-20 ლარზე მეტს ვერ გადავრიცხავ, მაგრამ არის ფეხბურთში ისეთი ხალხი ვისაც 10 და 20 ათასიც ბევრი აქვს და რა გახდა მაგ თანხის შეგროვება ვერ გავიგე...სირცხვილია მართლა ამდენი სალაპარაკო რო გახდა...
gg
29 მარტი 2016 13:52
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული