სპორტული სამყარო აკაკი დევაძის მხარდასაჭერად ერთიანდება

AutoSharing Option
30 მარტს, 20:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება საქველმოქმედო ამხანაგური მატჩი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარის - აკაკი დევაძის მხარდასაჭერად.

აკაკი დევაძის მხარდამჭერ მატჩში მონაწილეობას მიიღებენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ასევე ვეტერანი ფეხბურთელები, სპორტსმენები, აკაკი დევაძის თანაგუნდელები და მეგობრები, ჟურნალისტები, ხელოვანები, გულშემატკივრები.

ასევე ლეგენდარული ქართველი მეკარე ოთარ გაბელია, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში და წლის საუკეთესო სპორტსმენი ლადო ხინჩეგაშვილი, სხვადასხვა სპორტული ფედერაციების
წარმომადგენლები.

დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული მეკარის, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრის მდგომარეობა 2015 წლის ოქტომბრიდან გაუარესდა. მას სასწრაფოდ ესაჭიროება ღვიძლის ოპერაცია და რამდენიმე თვიანი რეაბილიტაციის კურსი.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ დევაძის ანგარიშზე 10-10 ათასი ლარი უკვე გადარიცხეს;აქციაში ჩაერთო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. საქართველოს ნაკრების მეკარისთვის თანხის შეგროვება კვლავ გრძელდება.

აკაკი დევაძის პირადი ანგარიშის ნომერია:
საქართველოსბანკი
GE52BG0000000692294500
მიმღები AKAKI DEVADZE

აკაკი დევაძის მხარდასაჭერად მაგთის, ჯეოსელისა და ბილაინის აბონენტებს შეუძლიათ დარეკონ ტელეფონის ნომერზე: 0 901 901 981 ზარის ღირებულებაა 1 ლარი

სპორტის სამინისტროს პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 4 /
ხეჩიკაშვილი და კობიც აძლევენ პირადადო, ასე თქვეს კაკოს მეგობრებმა. მარა რამდენი უნდა მისცენ, სხვები სად არიან.
დემე
23:19 29-03-2016
0
ეს ... ფეხბურთელები სად არიან, მაგათი ერთი თვის ხელფასია ამ კაცის ოპერაცია. რამე რო დაემართოს, კარგად მისცემენ ინტერვიუებს, მაგარი მეკარე იყოო.ფუჰ რაა
ეროსა
23:16 29-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული