გამაოგნებელი გულგრილობა - ამაზე წერა არ უნდა გვიწევდეს

AutoSharing Option
დამეთანხმებით, ებრაელები გამორჩეული ხალხია. მათ ერთმანეთის გატანისა და თანადგომის სამაგალითო უნარი აქვთ. ისინი ყოველი შემოსავლიდან სინაგოგაში თანხის მეათედს რიცხავენ და ამით თავისიანებს ეხმარებიან...

რატომ მოვიყვანეთ ეს მაგალითი? 21 თებერვალი იყო, აკაკი დევაძის მძიმე მდგომარეობაზე რომ მითხრეს. ამ ამბავმა ისე შემძრა, სოციალურ ქსელში მიმართვა გავავრცელე, სადაც საზოგადოებას მისი დახმარებისკენ მოვუწოდებდი.

გამოხმაურება რომ იქნებოდა, ამაში ეჭვი არც შემიტანია, მაგრამ რაც იმ დღეს მოხდა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ბეჭდური და ელექტრონული მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა ეროვნული ნაკრების (რომლის ღირსებასაც 1992-2005 წლებში იცავდა) ყოფილი მეკარის გასაჭირი გულთან
ახლოს მიიტანეს და საქართველომ შეიტყო, რომ კაკო დევაძეს საწრაფო დახმარება ესაჭიროებოდა...

ატყდა ერთი ამბავი, კაკოს ტელეფონი არ გაჩერებულა, ზარს ზარი და დახმარების დაპირება მოსდევდა. ამასობაში, თურქი ექიმი საქართველოში ჩამოვიდა, გულისხმიერება გამოიჩინა და თანხა 50 ათასამდე შეამცირა, მაგრამ სამი კვირის შემდეგ სამშობლოში ისე გაბრუნდა, ოჯახმა საოპერაციო თანხა ვერ შეაგროვა, დევაძის მდგომარეობა კი უფრო და უფრო გაუარესდა...

ფეხბურთის ფედერაცია და სპორტის სამინისტრო ოჯახს 10-10 ათასი ლარით დაეხმარნენ, მაგრამ გაცილებით მეტია საჭირო - ოჯახის ინფორმაციით, ჯერ ოპერაციისთვის აუცილებელი თანხის 10 პროცენტიც ვერ შეგროვდა.

სწორედ ამით იყო გამოწვეული, გუშინ "ფეისბუქის" გვერდზე ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა მამუკა წერეთელმა საფეხბურთო სამყარო რომ შერისხა, მერე კი "ლელოს" ელაპარაკა:

"დილით მოხდა ისეთი რამ, რამაც ეს პოსტი დამაწერინა. სადაც არ უნდა გაიხედო, ყველა თავის სფეროს პატრონობს. ჟურნალისტები არ იყვნენ, დიტო ცინცაძე რომ გადაარჩინეს? მომღერლები ეკა კვალიაშვილს დაუდგნენ გვერდში... უამრავი ადამიანი გადარჩა ერთსულოვნებითა და თანადგომით, არაერთი ტელემარათონი ჩატარებულა და გახარებულები ვიყავით, ამა თუ იმ გაჭირვებულს სიკვდილს ხელიდან რომ გამოვტაცებდით...

ამ დროს კი, საფეხბურთო სამყაროს გულგრილობამ გამაოგნა. უჭირს არა ვიღაცას, არამედ კაკო დევაძეს, რომელსაც არა მხოლოდ დიდი ფეხბურთი უთამაშია, არამედ ადამიანს, ყველას უზომოდ რომ გვიყვარს. ამ კაცზე აუგს ევრავინ იტყვის, ჩვენ კი ფარისევლებივით განზე ვიწევით და ვერ ვეხმარებით.

არადა, 10 კაციც რომ შეგროვდეს, იოლად დაეხმარებიან. სირცხვილია, ერთი კაცი როგორ ვერ უნდა გადავარჩინოთ?!"

წერეთლის პოსტს სასწრაფოდ გამოეხმაურა საჩხერის "ჩიხურას" ხელმძღვანელობა და დევაძის დასახმარებლად 1 000 ლარი ჩარიცხა. საინტერესოა, რომ ეს ამ კლუბმა უკვე მეორედ გააკეთა.

"მიბაძეთ იმერულ კლუბს და ყველამ ერთად გადავარჩინოთ ლეგენდარული ქართველი მეკარე", - იყო ასეთი მოწოდებაც.

სხვა გამოხმაურებებში წერდნენ: "სრულიად ვიზიარებ სტატიის ავტორის პათოსს"!, "დევაძე აუცილებლად უნდა გადარჩეს"!

"გადავარჩინოთ კაკო დევაძე!" - ამ დევიზით დღეს, 19 საათზე, ახალ სპორტის სასახლეში საქველმოქმედო მატჩი ჩატარდება, გუშინ კი აქცია გაიმართა საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებთა ამხანაგურ შეხვედრამდე.

აკაკი დევაძის შვილების მეგობრებმა აქტიურობა სოციალური ქსელებისა და სხვადასხვა აქციის მეშვეობით გადაწყვიტეს. იწერება ცნობილი ადამიანების ვიდეომიმართვები, რომლებიც განთავსდება "ფეისბუქის" გვერდზე, სახელწოდებით - "გადავარჩინოთ დევა".

საერთოდ, ამაზე წერა არ უნდა გვიწევდეს, რადგან ოპერაციისთვის აუცილებელი თანხის შეგროვება პრობლემა არ უნდა გამხდარიყო. ბოლო სტატისტიკაა, რომ საქართველოში 12 ათასი ფეხბურთელია. წარმოიდგინეთ, ამ 12 ათასმა კაცმა 10-10 ლარი რომ შეკრიბოს, რამხელა მადლი იქნება?

დამიჯერეთ, ეს მინიმუმ ერთი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს. და თუ არაფერს გააკეთებს ეს სამყარო, მისი ფასი ერთი თეთრიც არ იქნება. არადა, ახლა სწორედ გაერთიანების დროა, ერთი კარგი ქართველი ადამიანის სიცოცხლე რომ გადავარჩინოთ!

გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და დაეხმაროთ ვეტერან ფეხბურთელს.

საქართველოს ბანკის კოდი BAGAGE 22
მიმღების ანგარიშის ნომერი GE52BG0000000692294500

ჩაირთო მობილური ნომერი. ზარის ღირებულებაა 1 ლარი. შეგიძლიათ დარეკოთ ნებისმიერი მობილური ოპერატორიდან ნომერზე - 0 901 901 981 და ამით გადავარჩინოთ "დევა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
.........., რატომ არ არიან აქტიურები?ან რომელიმეს რა გაჭირვება აქვს რომ ეს ოპერაცია აკაკის დაუფინანსონ?
asurbanifali
30 მარტი 2016 19:22
0
ფეხბურთელებს ნამდვილად არ უჭირთ და დაეხმარონ რამ გააჟმოტა ეს ხალხი. მე ორი ლარი მაქვს მეტი არა და რაც მაქვს ბაზარი არაა
mtieli
30 მარტი 2016 18:54
0
რამდენჯერაც იქნება საჩირო იმდენჯერ დავრეკავ არ დამენანება არანაირად ან როგორ უნდა დაგენანოს ასეთ სიტუაციაში,უსირცხვილოებო მილიონობით პრემიებს და დანამატებს იდებთ ჯიბეში ამ კაცს მაინც დაეხმარეთ,თქვენნაირ ღორებთან და არაფრის მაქნისებთან შედარებით ამ კაცმა ბევრი ღირსეული მატჩი აჩუქა საქართველოს,გთხოვთ ტელეფონიდან მაინც დარეკეთ ხალხნო ნუ ვიქნებით გულგრილები
tamuna
30 მარტი 2016 18:31
0
მე მახსოვს მიშამ რომ ჟორდანია დაიჭირა, ფეხბურთელებმა ამაზე ბევრად მეტი თანხა შეუგროვეს ფულისტ ჟორდანიას. ეხლა რატო არ აგროვებენ?
არა
30 მარტი 2016 18:16
0
ივანიშვილს არ დააქცევს ეგ 50 000 მარა მაგისთვის დევაძისნაერი კიდე მილიონია...და აი ეს ფეხბურთელები კალაძით დაწყებული ცხადაძე ქეცბაიათი დამთავრებული...
anzori
30 მარტი 2016 17:32
0
ქართული საფეხბურთო სამყაროს სირცხვილია მაგ თანხაზე რო ამდენი საუბარი გახდა საჭირო, კალაძე მილიონერი, ქეცბაია მილიონერი, არველაძეები მილიონერები, ქინქლაძე მილიონერი, კობიაშვილი მილიონერი, გახოკიძე, ნემსაძე... ვინ იტყვის რომ ამათ 50 000 დოლარის შეგროვების შესაძლებლობა არ აქვთ, ეს ხალხი ხომ კაკო დევაძესთან ერთად წლების განმავლობაში ერთად თამაშობდნენ ნაკრებში. ....თანაგუნდელი თქვენ არ იცით, ადამიანობა თქვენ არ გაქვთ.
მეგრე
30 მარტი 2016 17:26
0
მიმღები: აკაკი დევაძე
გიო
30 მარტი 2016 16:28
0
მე იმას არ ვამბობ ზედა პოსტში რომ არ გადარიცხოთ თანხათქო, მე არ მრცხვენია და ვიტყვი რისი საშვალებაც მქონდა 10 ლარი ავდექი და დავრეკე ზემოთ აღნიშნულ ნომერზე, მაგრამ ეს 10 ლარი ზღვაში წვეთია... რცხვენოდეს მათ ვისაც ოხრად აქვთ და უობდებათ ბანკებში, ივანიშვილზე იყო ამის წინათ სტატია 100 მილიონი დოლარი მოუპარავს შვეიცარიის ბანკის ერთ ერთ თანამშრომელს და კაცს რომელსაც ამდენი ფული აქვს 50 000 თქვენი აზრით დააქცევს?
anti
30 მარტი 2016 16:23
0
აქ წერას ჯობს ყველა ადგეთ და კალაძის სახლთან მოაწყვეთ მსვლელობა, ვნახოთ ერთი თუ არ შერცხვება. არ უჭირს კალაძეს მაგდენი რომ 50 000 ვერ გადაურიცხოს გაჭირვებულ ადამიანს, ეგ მაგისთვის კაპიკებია. ხო ხართ ჟურნალისტები და ხო შეგტკივათ გული, მიმართეთ პირდაპირ ამ ადამიანებს, კალაძეს, ივანიშვილს და მათნაირებს ვისაც ოხრად აქვთ ფული და არა ჩვენ გაჭირვებულ ხალხს ვინც კაპიკებს ვითვლით აქ.
anti
30 მარტი 2016 16:18
0
მიმღები პიროვნების (ვისიცაა ეგ ანგარიში) სახელი გვარი ან პირადობის ნომერია საჭირო
giga
30 მარტი 2016 16:08
0

სიახლეები პოპულარული