ვეტერანები აკაკი დევაძის დასახმარებლად 120 ათასი ლარის შეგროვებას ვარაუდობენ

AutoSharing Option
ფოტოზე: ოთარ გაბელია, ალექსანდრე ჩივაძე და აკაკი დევაძე
როგორც იქნა, საფეხბურთო სამყარომ გამოიღვიძა და რეალურად გვერდში დაუდგა აკაკი დევაძეს, რომელსაც სასწრაფოდ ესაჭიროება ღვიძლის ოპერაცია და ამის შემდეგ რამდენიმეთვიანი რეაბილიტაცია.

შევიტყვეთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული მეკარის მხარდასაჭერად გამართულ საქველმოქმედო მატჩში 40 ათასი ლარი შეგროვდა.

31 მარტს კი თბილისის ერთ-ერთ კაფეში საგანგებოდ შეიკრიბა რამდენიმე ვეტერანი ფეხბურთელი - გოგა გახოკიძე, გია ნემსაძე, ლევან სილაგაძე, რევაზ ჩელებაძე, მამუკა წერეთელი, გიორგი ღუდუშაური, არჩილ არველაძე, ოთარ ხიზანეიშვილი და სხვები. მათ ამ შეხვედრის აფიშირება არ
სურდათ, მაგრამ სწორედ ესაა დასაფასებელი და ამიტომაც გამცნეთ შეკრებილთა ვინაობა.

მათ უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბებისგან მიიღეს გარანტია, რომ დღეს, 1-ელ აპრილს, დილის 11 საათისთვის დევაძის დასახმარებლად თითოეული 5-5 ათას ლარს ჩარიცხავს, ხოლო პირველი ლიგის კლუბები - 2-2 ათასს.

გარდა ამისა, თავად ეს და სხვა ვეტერანებიც თავის მხრივ ამოქმედდებიან და 120 ათასამდე ლარის შეგროვებას ვარაუდობენ.

იმედია, კაკო დევაძე მალე ისე მომჯობინდება, რომ სამწვრთნელო საქმიანობასა და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება.

აკაკი დევაძის პირადი ანგარიშის ნომერია:

საქართველოს ბანკის კოდი BAGAGE 22
მიმღების ანგარიშის ნომერი GE52BG0000000692294500
მიმღები AKAKI DEVADძE

აკაკი დევაძის მხარდასაჭერად "მაგთის", "ჯეოსელისა" და "ბილაინის" აბონენტებს შეუძლიათ დარეკონ ტელეფონის ნომერზე: 0 901 901 981. ზარის ღირებულებაა 1 ლარი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ,გაიხარეთ! ღმერთმა ერთი ათასად დაგიბრუნოთ!ასეც იქნება, რამეთუ ქვაზე დადებული მადლი არ იკარგება...
Shota
15:22 01-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული