"ზესტაფონის" მფლობელი ილია კოკაია ესპანეთში ვისენტე დელ ბოსკეს შეხვდა

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრესსამსახურის ინფორმაციით, კლუბის მფლობელი ილია კოკაია უკვე რამდენიმე დღეა სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფება.

პირენეის ნახევარკუნძულზე ვიზიტის ფარგლებში, იმერული კლუბის მეპატრონეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრა აქვს დაგეგმილი...

კლუბის ოფიციალური საიტი 5 აპრილს გამართული მიღების ამსახველ საინტერესო ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ილია კოკაია ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ზურაბ პოლოლიკაშვილთან და ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ლეგენდარულ ვისენტე დელ ბოსკესთან ერთადაა აღბეჭდილი.

კოკაიას ესპანეთში ყოფნის კონკრეტულ მიზნებზე კლუბის ოფიციალური საიტი არაფერს იუწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული