გიორგი ხარაიშვილზე "ანდერლეხტში", "ბრიუგესა" და "ეინდჰოვენშიც" ფიქრობენ

AutoSharing Option
ბელგიური "ფუტბოლპრემიერის" ცნობით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და "საბურთალოს" ერთ-ერთი ლიდერის, 19 წლის გიორგი ხარაიშვილის თამაშს, არნემის "ვიტესის" გარდა, ყურადღებით აკვირდებიან ბელგიური და ჰოლანდიური ფეხბურთის გრანდები - ერთი მხრივ, "ანდერლეხტი" და "ბრიუგე", ხოლო სხვა წყაროები ამტკიცებენ, რომ ინტერესს იჩენს "პსვ ეინდჰოვენიც".

ცნობილია ისიც, რომ "საბურთალოს" ახალ მთავარ მწვრთნელს, ესპანელ პაბლო ფრანკო მარტინს ძალიან სურს ხარაიშვილის შენარჩუნება და მის გარშემო ძლიერი გუნდის შეკვრა.

როგორც იტყვიან, ვნახოთ, ვისი აჯობებს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ასე იყო ჭანტურიაზეც და სხვა მღავალ ნიჭიერზე მაგრამ რაც მივიღეთ ვნახეთ მარტში.
იქნებ ტაქტიკა შეგვეცვალა და არ გაგვეკეთებია წინასწარი განცხადებები.
kvaxa
15:09 08-04-2016
0
Kარგი ფეხბურთელია და კიდევ გაიზრდება თუ ესე გააგრძელა!პაპუნაშვილივით არ უნდა მოუვიდეს ,კი წავიდა ვერდერში ,მაგრამ დაიკარგა და სკამს ხეხავს არა და ეხლა სჭირდება რეგულარული თამაში.ვიტესს ცენტრში მართლა უჭირს და ხარაიშვილი მაგრად წაადგებათ ,თან ადაპტაცია არ გაუჭირდება იქ ხო ჩვენები დახვდებიან.წარმატებები!
zviad
13:08 08-04-2016
0

სიახლეები პოპულარული