გურამ კაშია: საქართველოში დილას, მისალმების შემდეგ პოლიტიკაზე საუბრით იწყებენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და არნემის "ვიტესის" ფეხბურთელმა გურამ კაშიამ Sportall.ge-ს ინტერნეტკონფერენციაში პოლიტიკასთან დაკავშირებულ კითხვას გასცა პასუხი.

მკითხველი:
- გამარჯობა, გურამ. არასოდეს გიფიქრია ჰოლანდიაში დიდ პოლიტიკაში წასვლაზე? დარწმუნებული ვარ, არნემში პირველივე ტურში გაიმარჯვებ მერის არჩევნებში, ისე უყვარხარ ხალხს. წარმატებები შენც და ვაკოსაც, გგულშემატკივრობთ!

- ჰა-ჰა, არა, არ მიფიქრია, პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის, არც ვერევი და ყოველთვის გავურბივარ პოლიტიკის თემას. საქართველოში პოლიტიკაა პირველი თემა - დილით გამარჯობის შემდეგ ადამიანები პოლიტიკაზე იწყებენ ლაპარაკს და ეს მე ძალიან მაღიზიანებს. რატომ უნდა ილაპარაკო პოლიტიკაზე, როდესაც
სპორტი არსებობს?

- გურამ კაშია: მოვიდა დრო, ვაღიარო, რომ...

სრული "ინტერნეტკონფერენციის" ნახვა შეგიძლიათ აქ - გურამ კაშიამ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა
მკითხველის კომენტარები / 3 /
გეთანხმები გურამ. ქართველთ უდიდესი ნაწილი არა მარტო პოლიტიკაზე საუბარს გიწყებს შეხვედრისას, არამედ პოლიტვირუსიც შეიძლება დაგმოგდოს.. ამიტომ გირჩევ, როცა ასეთ რამეს შეატყობ ქართველს, თავი შორს დაიჭირე, ვირუსი რომ არ შეგეყაროს. ყველაზე კარგი იქნება თუ აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ, მად დარჩები საცხოვრებლად. აქ პრაცვეტი არ არის. თუ ჩამოხვალ კიდე, მოგოწევს ისეთი პოლიტიკოსების ყურება და მოსმენა , როგორებიც არიან კანდელაკები, მაჭავარიანები, ბესელკები კობაიძეები, ჯაჭვლიანები, მეჭიაურები (განსაკუთრებით).რაც მართლაც რომ მარაზმია. ასე რომ იყავი მად და გაილაღე. მოსმენა,
მებო
17:50 25-04-2016
0
ჩემო გურამ სპორტიც და სხვა დარგებიც პოლიტიკასთანაა დაკავშირებული,სადაც ცუდ პოლიტიკას ატარებენ იქ ყველაფერი, განსაკუთრებით სპორტი და მათ შორის ფეხბურთი ცუდ დღეშია,ასე,რომ არ გინდა ირონიულად ლაპარაკი,შენი ბოლო გორის დილა,ან სამტრედიაა და ყველაფერს მიხვდები მერე,არავინ გამიგოს ისე,თითქოს გორს ან სამტრედიას ვაკნინებდე,უბრალოდ მინდა ამ ვითომ ჭკუის კოლოფებმა გაიაზრონ ის რაზედაც ლაპარაკობენ,თითქოს პარიზელი იყვეს თვითონ.
roma
18:06 25-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული