ლევან კობიაშვილმა რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციაში" მისთვის დასმული კითხვებიდან საუკეთესო შეარჩია, რომლის ავტორსაც თავის მაისურს უსახსოვრებს.
- ლევან კობიაშვილმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა
კობიაშვილმა საუკეთესოდ გიორგი გონაშვილის მიერ დასმული კითხვა მიიჩნია: "მინდა გკითხოთ იმ მოდელზე, რომელიც გერმანიაში იყო წლების წინ რეგიონალური ფეხბურთის კუთხით: ბევრი პატარა გუნდია, რომელსაც არ აქვს სახსრები პირველ ლიგაში გადმოსვლის და რომ იყოს რეგიონების ჩემპიონატები, ასე უფრო არ გაიზრდება სტიმული? გამოვლინდება კონკრეტული რეგიონის გამარჯვებული გუნდი და პლეი-ოფით გამოვლინდება გამარჯვებული.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სფფ-ს პრეზიდენტმა საუკეთესო კითხვა იმ კითხვებიდან შეარჩია, რომლებსაც ავტორის საკონტაქტო ინფორმაცია თან ახლდა.