არჩილ არველაძე: ხშირად მესმის სფფ-ისგან ეს და ძალიან გულნატკენი ვარ

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი სპორტული დირექტორი არჩილ არველაძე გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე საუბრობს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, სადაც არველაძე სფფ-ის შესახებ ლაპარაკობს.

"ხშირად მესმის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებისგან, საქმეს ნულიდან ვიწყებთო. ძალიან გულნატკენი ვარ ამის გამო. როგორ იწყებენ ნულიდან? ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ ევროპის ორ ჩემპიონატზე ვითამაშეთ იუნიორთა შორის. ძალიან ხშირად სულ ცოტა გვაკლდებოდა ამ ასაკში კონტინენტის პირველობამდე.

გახსოვთ, ყველა გვაკრიტიკებდა, რას შეგვჭამეთ ამ ბავშვთა ფეხბურთით, ამ იუნიორთა ნაკრებებითო! იქ მაინც იყო საქმე კარგად და ვამბობდით. რა პრობლემებიც იყო,
როგორ არ ვხედავდით ამას?! ძალიან კარგადაც ვხედავდით.

სამწუხარო იყო, თბილისურ ელიტრაუნდში ასე რომ ითამაშა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა. ამ ბიჭებისგან ყველა მეტს ველოდით. 19-წლამდელებმა უკეთ ითამაშეს ესპანურ ელიტრაუნდში. თან ისეთი ჯგუფი იყო, უარესს რომ ვერ მოიფიქრებდი", - განაცხადა არველაძემ.

ინტერვიუს სრული ვერსიის წაკითხვა გაზეთ "ლელოს" დღევანდელ ნომერში შეგიძლიათ. პუბლიკაცია საიტზე მოგვიანებით გამოქვეყნდება.
მკითხველის კომენტარები / 6 /
და იმ ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ბიჭები დღეს სად არიან? ჭ ლიგებში!!!
musenbazi
13:29 11-05-2016
0
არა, სამტრედიაში და დინამოში
nodar
13:58 11-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული