რომან ჭანტურიამ ცნობილი იტალიელი მენეჯერი ქართველი ფეხბურთელებით დააინტერესა

AutoSharing Option
ფოტოზე: ლუკა პუჩინელი და ალბერტო ჯილარდინო
იტალიურ "ემპოლიში" მოასპარეზე ქართველი ფორვარდის, რომან ჭანტურიას მენეჯერი ლუკა პუჩინელი უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩამოვა და ქართველ ახალგაზრდა ფეხბურთელებს დააკვირდება.

ჭანტურიას თქმით, პუჩინელი იტალიაში ცნობილი მენეჯერია, რომელსაც ევროპის წამყვან გუნდებში სიტყვა ეთქმის. ის საქართველოში სწორედ ქართველი ფორვარდის რეკომენდაციით ჩამოვა.

"მენეჯერს ვუთხარი, რომ საქართველოში ბევრი პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს და ვურჩიე, ენახა ისინი. ვთხოვე კიდეც, მეტი ყურადღება გამოეჩინა ქართველებისადმი, ჩემი მხრივ კი, მაქსიმალურად ხელს შევუწყობდი.

მანაც დამიჯერა და ჩემი რეკომენდაციით, ჩამოსვლა გადაწყვიტა - უახლოეს პერიოდში ჩამოვა და
საქართველოს მასშტაბით მოინახულებს ფეხბურთელებს.

მთავარია, დაინტერესდა საქართველოთი. იმედია, მოეწონება ჩვენი ფეხბურთელები და მათ ნიჭიერებასა და პერსპექტიულობაზე ნათქვამი ტყუილი არ გამომივა.

ერთი კი ვიცი, რომ თუ რომელიმე ფეხბურთელმა მასზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვა, ხელს შეუწყობს ევროპაში დამკვიდრებაში", - გვითხრა ჭანტურიამ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჯერ შენ დაამტკიცე რომ რამეს წარმოადგენ.
ლუკა
16:52 27-05-2016
0
იცით რა მაინტერესებს ქართველ ფეხბურთელებს ჭირთ მარტო ეს სენი ქართველობა რაგბი, კალათბურთი, ჭიდაობა, წყალბურთი(ხელშეწყობის გარეშე) და დაჟე ჰოკეი კარგით რა პირადპირ ვთქვათ ეს არის არასწორი მიდგომა ქვეყნისა პირველი და მეორე ლიგები კი არ უნდა დააფინანსონ აკადემიები და საფეხბურთო მოედნები უნდა გააკეთონ ბავშვებისთვის ამათ 2-3 ათასები კი არ უნდა უხადონ 300 ლარი უნდა მიცენ ისიც იმ შემთხვევაში თუ მოინდომებს და 90 წუთი სირბილს შეძლებს აი ეგ არის ქართული სენი მეტი არაფერი და მოტივაცია და თამაშები მერე ნახე შენ :)
.............
17:37 27-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული