იტალიურ "ემპოლიში" მოასპარეზე ქართველი ფორვარდის, რომან ჭანტურიას მენეჯერი ლუკა პუჩინელი უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩამოვა და ქართველ ახალგაზრდა ფეხბურთელებს დააკვირდება.
ჭანტურიას თქმით, პუჩინელი იტალიაში ცნობილი მენეჯერია, რომელსაც ევროპის წამყვან გუნდებში სიტყვა ეთქმის. ის საქართველოში სწორედ ქართველი ფორვარდის რეკომენდაციით ჩამოვა.
"მენეჯერს ვუთხარი, რომ საქართველოში ბევრი პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს და ვურჩიე, ენახა ისინი. ვთხოვე კიდეც, მეტი ყურადღება გამოეჩინა ქართველებისადმი, ჩემი მხრივ კი, მაქსიმალურად ხელს შევუწყობდი.
მანაც დამიჯერა და ჩემი რეკომენდაციით, ჩამოსვლა გადაწყვიტა - უახლოეს პერიოდში ჩამოვა და
მთავარია, დაინტერესდა საქართველოთი. იმედია, მოეწონება ჩვენი ფეხბურთელები და მათ ნიჭიერებასა და პერსპექტიულობაზე ნათქვამი ტყუილი არ გამომივა.
ერთი კი ვიცი, რომ თუ რომელიმე ფეხბურთელმა მასზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვა, ხელს შეუწყობს ევროპაში დამკვიდრებაში", - გვითხრა ჭანტურიამ.