ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი: "დინამო" და "ლოკო" ნახევარფინალში

AutoSharing Option
ვიტალი დარასელიას ხსოვნისადმი მიძღვნილ თბილისის საერთაშორისო ტურნირზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა.

უნდა ითქვას, რომ შეჯიბრება მაღალ დონეზეა ორგანიზებული და არც მაყურებელი აკლია. როგორც იცით, თამაშები აქამდე "დინამოს" აკადემიისა და ბაზის მინდვრებზე მიმდინარეობდა. ნახევარფინალებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს, ფინალს კი - "დინამო არენა".

A ჯგუფის ბოლო ტურის მატჩში "დინამო", რომელსაც ნახევარფინალში თამაში განაღდებული ჰქონდა, "ალკმაართან" მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. ამავე ჯგუფში "ბეშიქთაშისა" და "შერიფის" შეხვედრა უგოლოდ დასრულდა - 0:0.

B ჯგუფში "ტრაბზონსფორმა" "ლეხიას" ორი უპასუხო გოლი გაუტანა, "დინამო 2"-მა კი თბილისის "ლოკომოტივს" ანგარიშით
2:1 სძლია. ამ ჯგუფიდან ნახევარფინალში "ლოკომოტივი" და "ტრაბზონი" გავიდნენ.

დღეს, 30 მაისს, ტურნირის ნახევარფინალში "დინამო" "ტრაბზონს" დაუპირისპირდება. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 16:00 სთ-ზე დაიწყება. მოგვიანებით, 18:00 სთ-ზე, ამავე სტადიონზე გაიმართება "ლოკომოტივისა" და "ალკმაარის" დაპირისპირება. დასწრება უფასოა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული