ქართული გუნდების მეტოქეები ევროპის ლიგის საკვალიფიკაციოზე ცნობილია

AutoSharing Option
დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილიყრა გაიმართა. მატჩები 30 ივნისს და 7 ივლისს გაიმართება.

"სამტრედია" პირველ შეხვედრას სტუმრად "გაბალასთან" (აზერბაიჯანი) გამართავს.

გორის "დილა" საკუთარ მოედანზე "შირაქს" (სომხეთი) უმასპინძლებს.

საჩხერის "ჩიხურა" პირველ მატჩს სტუმრად "ზიმბრუსთან" (მოლდოვა) ჩაატარებს.

პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, "სამტრედიას" მომდევნო მეტოქე ყაზახური "აქტობესა" და უნგრული მტკ-ის წყვილში გამარჯვებული იქნება.

"შირაქის" ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "დილას" მეტოქე ტრნავას "სპარტაკისა" (სლოვაკეთი) და "ჰიბერნიანის" (მალტა) დუელში გამოვლინდება, "ჩიხურას" კი, "ზიმბრუსთან" წარმატების შემთხვევაში, "ოსმანლისფორი"
ელის.

- თბილისის "დინამოს" მეტოქე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე ცნობილია
მკითხველის კომენტარები / 62 /
მოთავებულია ამათი საქმე
eeeh
15:17 20-06-2016
0
სამტრედიას არ გაუმართლა, არა და ყველაზე კარგი გუნდია ევროპა ლიგაზე, მაინც კარგია რომ საპსაუხო შეხვედრა აქაა, იქნებ რამე გამოვიდეს. აი ჩიხურა და დილა ვალდებულნი არიან I ეტაპი გაიარონ
Irakli apkhaidze
15:29 20-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული