უჩა სოსიაშვილი: დიდი იმედი მაქვს, "შირაქს" დავძლევთ

AutoSharing Option
"ლელომ" ნიონში გამართული წილისყრის შედეგების შეფასება გორის "დილას" მთავარ მწვრთნელს,  უჩა სოსიაშვილს სთხოვა. ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მისი გუნდის მეტოქე გიუმრის (სომხეთი) "შირაქი" იქნება:

ევროტურნირების წილისყრა: შევცვალოთ ბალანსი, ავიღოთ რევანში!

- როგორ შეაფასებთ წილისყრას?
- ანგარიშგასაწევი მოწინააღმდეგე გვყავს "შირაქის" სახით. ტრადიციული კლუბია, სომხეთის ჩემპიონატში სტაბილურად კარგად თამაშობს. ერთის თქმა ახლავე შეიძლება - დაძაბული ორრაუნდიანი ორთაბრძოლა გველის.

- და მაინც, კმაყოფილი ხართ თუ არა?
- რა თქმა უნდა, ჩვენთვის ჯობდა, ანდორის ან ლიხტენშტაინის გუნდი შეგვხვედროდა, მაგრ
ამ... მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ "შირაქის" ბარიერს დავძლევთ.

- დაძაბულობას ისიც ზრდის, რომ ეს "კავკასიური დერბია"...
- რა თქმა უნდა, ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია.

- პირველი მატჩი გორშია. ეს მაინც მეტოქეს აძლევს უპირატესობას...
- ბუნებრივია, გვერჩივნა, პირველი შეხვედრა სტუმრად ჩაგვეტარებინა, მაგრამ... ამას ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა.

- "დილა" წამყვანმა მოთამაშეებმა დატოვეს. ოპტიმისტურად კი ხართ განწყობილი და ეს ძალიან კარგია, მაგრამ ამდენი ლიდერის შეცვლას, თან ასეთ მოკლე დროში, როგორ აპირებთ?
- თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ აქ მთავარი პრობლემა დროის ფაქტორია. სულ რაღაც 15 დღე გვაქვს გუნდის შეთამაშებისთვის. რთულია, მაგრამ მჯერა იმ ფეხბურთელების, რომლებიც გუნდში არიან.

- "შირაქის" თაობაზე ინფორმაციის მოპოვება, ალბათ, არ უნდა გაჭირდეს...
- დღევანდელ პირობებში არცერთ მოწინააღმდეგეზე არ ჭირს ინფორმაციის მოპოვება. ჩვენ "შირაქთან" ამხანაგური მატჩი გვქონდა დაგეგმილი.

როგორც ვიცი, გუნდი საქართველოშია შეკრებაზე და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მოწინააღმდეგეზე ამომწურავი ინფორმაცია მოვიპოვო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
Bijo gasagebiaro puli at akvt Mara ert or an Sam etaps to gadalaxav pups so gadzlevsnuefa da mag motivaciit itamashet to,da jgufshi tu shexval vapshe 2milion evromdea primi too...
0
როგორ უნდა მიაწვნენ-500 ლარი აქვთ ხელფასები და ზბორებს გადიან ისეთ პირობებში უეფაში რო გაიგონ მოხსნიან გუნდს და სამუდამო დისკვალიფიკაციას მიცემენ
რომან
01:11 22-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული