სფფ: თბილისს ახალი საფეხბურთო მოედანი შეემატება

AutoSharing Option
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე მდებარე სტადიონი დაათვალიერეს.

ახალი სტადიონი, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შუამდგომლობის შედეგად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დადგენილებით, ფეხბურთის ფედერაციას გადაეცა.

დადგენილების შესაბამისად, ფეხბურთის ფედერაცია იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს აღნიშნული სტადიონის უეფას მე-2 კატეგორიის დონეზე მოწყობა, რის შემდეგაც აქ საქართველოს ეროვნული შეჯიბრებები და სხვადასხვა საერთაშორისო მატჩი ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ 19-წლამდელთა შორის ევროპის 2017 წლის ფინალურ ეტაპს სწორედ ახალი სტადიონი უმასპინძლებს.

ამ სტადიონით ისარგებლებენ მძლეოსნებიც. მათ შეეძლებათ, წინასწარ
შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, გამოიყენონ კომპლექსი ეროვნული და საერთაშორისო ჩემპიონატების ჩასატარებლად.
ლევან კობიაშვილისა და ტარიელ ხეჩიკაშვილის კომენტარები ახალი სტადიონის შესახებ
Sportall.Ge

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 4 /
dasavlet sakartveloshi gaaketet stadionebi: batumshi, lanchxutshi, zugdidshi, fotshi, sirzxvilia ukve, rom ambobt milionebit vafinansebt kartul fexburtso,marto tbilisi da dinamo...ase fexburti ver agorzindeba.
akaki
17:25 24-06-2016
0
ბათუმის სტადიონი საერთოდ ამოაგდეს დღის წესრიგიდან
vaxvax
19:43 24-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული