ლევან კობიაშვილი: ტყუილია, სფფ მძლეოსნობის სტადიონს "საბურთალოს" არ გადასცემს

AutoSharing Option
24 ივნისს, 16:30 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გენერალურ მდივან დავით მუჯირთან, პირველ ვიცე-პრეზიდენტ კახა ჭუმბურიძესთან და მეორე ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე იაშვილთან ერთად ერთობლივი შეხვედრა გამართა სპორტული მედიის წარმომადგენლებთან.

შეხვედრა ზოგად სახეს ატარებდა, ამიტომ ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა არა ერთ კონკრეტულ, არამედ სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს.

შეხვედრა მძლეოსნობის სტადიონზე საუბრით დაიწყო, რომელიც ცოტა ხნის წინ სფფ-ს გადაეცა. ამაზე ლევან კობიაშვილმა ისაუბრა.

სფფ: თბილისს ახალი საფეხბურთო მოედანი შეემატება

"დასრულდა სეზონი, ნაკრებმა ციკლი დაამთავრა, ვიწყებთ
ახალ წელს, ვიწყებთ ახალ პროექტებს და ამასთან დაკავშირებით ვაპირებთ დღეს საუბარს. კითხვებზე პასუხის გაცემას არასდროს გავურბივართ და მზად ვართ, ნებისმიერ კითხვას შესაბამისი პასუხი გავცეთ.

დავიწყებ მძლეოსნობის სტადიონით. სამწუხაროდ, მედიაში ამ ამბავთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ფეხბურთის ფედერაციას არ დაუმალავს არაფერი და არც არაფერს დამალავს, ამის გარანტი მე ვარ.

ვერცერთ დოკუმენტს ვერ მოგვიტანთ, რომლის მიხედვითაც, სფფ აშშ-ის საელჩოსთან მდებარე სტადიონის გადაცემას აპირებს "საბურთალოსთვის". სფფ ერთადერთია, რომელმაც გამოთქვა სურვილი იმ სტადიონზე ინვესტიციის განხორციელების და ინფრასტრუქტურაზე პასუხისმგებლობა აიღო. ამას გამოვიყენებთ ევროპის ჩემპიონატისთვის, ასაკობრივი ნაკრებებისა და ეროვნული ჩემპიონატისთვის. კიდევ ერთხელ ვამბობ, ფედერაცია არცერთ გუნდს არ გადასცემს მას.

ნურც იმას იფიქრებთ, რომ მძლეოსნობის ფედერაციასთან დაპირისპირება გვქონდეს. მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს მათთან - ერთმანეთს დავეხმარებით ზუსტად ისე, როგორც ჩვენ და რაგბის ფედერაცია ვეხმარებით ერთმანეთს სტადიონებით", - განაცხადა კობიაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ისე საელჩოებს გადაეცით მართვაში სტადიონები. აი მაშინ ნამდვილად ვერ ჩადგამენ სტადიონების ადგილას კორპუსებს.
giga
24 ივნისი 2016 17:35
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული