ევროთასებზე "სამტრედიისა" და საჩხერის "ჩიხურას" განაცხადები წარდგენილია

AutoSharing Option
ევროპალიგის გათამაშებაში საჩხერის "ჩიხურა" და "სამტრედია" პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვებიან. იმერული კლუბების მეტოქეები მოლდოვური "ზიმბრუ" და აზერბაიჯანული "გაბალა" იქნებიან.

ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, სოსო ფრუიძემ და გია ცეცაძემ, საევროპო განაცხადი უკვე წარადგინა:

ჩიხურა
მეკარეები: დინო ჰამზიჩი, კოკა სეფიაშვილი, ნიკა ქავთარაძე;
მცველები: გიორგი რეხვიაშვილი, შოთა კაშია, თორნიკე გრიგალაშვილი, ლევან კაკუბავა, ლაშა ჩიკვაიძე, გიორგი განუგრავა;
ნახევარმცველები: ბესიკ დეკანოიძე, ირაკლი ლექვთაძე, საბა ლობჟანიძე, დენის დობროვოლსკი, გიორგი კორიფაძე, ნიკოლოზ გაბაძე, მიხეილ სარდალიშვილი;
თავდამსხმელები: დიმიტრი ტატანაშვილი, გიორგი ივანიშვილი, გიორგი გაბედავა, თორნიკე მუმლაძე.
მთავარი მწვრთნელი: სოსო
ფრუიძე

სამტრედია
მეკარეები: ომარ მიგინეიშვილი, კახა მეშველიანი, ოთარ სტურუა;
მცველები: დავით მთივლიშვილი, გიორგი მჭედლიშვილი, ნიკა სანდოხაძე, ჯემალ გოგიაშვილი, დაჩი ცნობილაძე, ლაშა შერგელაშვილი, გიორგი ახალაძე, ზურაბ სტურუა, საბა თვალავაძე;
ნახევარმცველები: დავით რაჟამაშვილი, გიორგი დათუნაიშვილი, შოთა კერძევაძე, თორნიკე გორგიაშვილი, თემურ მარკოზაშვილი, გიული მანჯგალაძე, გიორგი გამყრელიძე;
თავდამსხმელები: ბაჩანა არაბული, დავით ჯიქია, ბუდუ ზივზივაძე, ზაურ ხაბეიშვილი, აკაკი ნინუა.
მწვრთნელი: გია ცეცაძე

შეგახსენებთ,  რომ ორივე გუნდი პირველ შეხვედრას 30 ივნისს, სტუმრად ჩაატარებს, მეორე მატჩს კი - ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე. ოღონდ "ჩიხურას" უეფამ საპასუხო დაპირისპირება 5 ივლისს დაუნიშნა, ხოლო სამტრედიელები "გაბალას" დაგეგმილი გრაფიკით, 7 ივლისს უმასპინძლებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული