ნიკა კვეკვესკირი: ყოჩაღ გია ცეცაძეს და ბიჭებს!

AutoSharing Option
ევროპალიგაზე საქართველოს ვიცე-ჩემპიონ "სამტრედიისა" და აზერბაიჯანული "გაბალას" მოახლოებული დაპირისპირება დიდ ინტერესს იწვევს. ცხადია, მეზობლებს ჩვენზე ბევრად მეტი ფინანსები აქვთ, ძლიერი ლეგიონერების მიწვევის საშუალება გააჩნიათ და შემთხვევითი არ იყო, რომან გრიგორჩუკის გუნდი შარშან ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე რომ გავიდა.

ახლახან "გაბალაში" საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი გადავიდა. 23 წლის ნახევარმცველი არ მალავს, რომ "სამტრედიასთან" დაწყვილებამ არ გაახარა:

- სიმართლე გითხრათ, წინათგრძნობა მქონდა, რომ რომელიმე ქართულ გუნდს შევხვდებოდით.

- რატომ?
- თუ აკვირდებით, ბოლო წლებში უეფა გუნდებს წილისყრაზე რეგიონული პრინციპით აწყვილებს. ამის გამო
ვფიქრობდი, რომ ეს შესაძლებელი იყო. სამწუხაროდ, ასეც მოხდა.

- რატომ "სამწუხაროდ"?
- ქართული გუნდების წინააღმდეგ თამაში ძალიან არ მინდოდა. ჩემი ოცნება ჩემპიონთა და ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა. ასეთ შემთხვევაში ჩემიანების გუნდთან თამაში სასიამოვნო იქნებოდა. ახლა კი ერთ-ერთი ჩვენგანი უნდა გავარდეს.

- საერთოდ, აზერბაიჯანული მედიის აზრს თუ დავეყრდნობით, მათ "სამტრედია" უკვე გავლილი ჰგონიათ...
- აზერბაიჯანში საქართველოს ჩემპიონატს თვალს არ ადევნებენ და "სამტრედიას" და მის თამაშს არ იცნობენ. ისინი იმ ფაქტით მსჯელობენ, რომ გუნდი ევროგათამაშებაში 21 წელია არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, უბრალო გულშემატკივრებს ჰგონიათ, რომ "გაბალა" შემდეგ ეტაპზე იოლად გავა.

მაგრამ გულწრფელად ვამბობ, რომ ჩვენი გუნდის მწვრთნელები და ფეხბურთელები ასე ნამდვილად არ ფიქრობენ და მეტოქეს პატივისცემითა და სიფრთხილით ეკიდებიან.

- პირადად რას ფიქრობთ?
- "სამტრედიაში" ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი თამაშობს და ძალიან კარგი მწვრთნელიც ჰყავს. ვიცი, რომ გუნდმა სლოვენიაში, მოსამზადებელ ეტაპზე ალბანურ "კუკეშსა" და ბუქარესტის "დინამოს" დიდი ანგარიშებით მოუგო. მართალია, პირადად ამ ალბანური და რუმინული გუნდების წინააღმდეგ არ მითამაშია და მათ შესახებ მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია მაქვს, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ორივე საკმაოდ ძლიერი გუნდია და მათ 4:0-ს და 5:1-ს რომ მოუგებ, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.

ყოჩაღ გია ცეცაძეს და მისი გუნდს! ეტყობა, ეს კაცი ძალიან კარგად მუშაობს და ამ ეტაპის დასაძლევად ძალიან დიდი მობილიზება და სიფრთხილე დაგვჭირდება. თანაც, "სამტრედიას" ძალიან კარგი გულშემატკივარი ჰყავს. ეს კი გუნდისთვის დამატებითი სტიმული იქნება.
მკითხველის კომენტარები / 8 /
30 ში დიდი ზეიმია სამტრედიაში ქალაქში დიდ ეკრანზე პირდაპირი რეპორტაჟი იქნება ბაქოდან
samtredski
27 ივნისი 2016 19:14
0
სამტრედია რაც არ უნდა მოხდეს თავას არ დაზოგავს ზესტაფონი კი რამდენად დაიტევს მაყურებელს ეს მეორე საკითხია
gela
27 ივნისი 2016 18:36
0
ჩემი აზრით სამტრედია ორჯერ მეტს მიაღწევს ვიდრე ის ქართული გუნდი არვასახელებ :დ რომელმაც უკვე წლებია მისი არაფრისმაქნისი ლეგიონერების ჩამოყვანით და მათზე იმედის დამყარებით ტვინი წაიღო :))))))
:)))))))
27 ივნისი 2016 18:25
0
სასწაული განწყობაა სამტრედიაში სადაც ფეხი დადავაგი ნებისმიერ უბანში ქუჩაში ბაზარში თუ სოფელში ან ქალაქში დიდი თუ პატარა ყველა ამ თამაშზე ლაპარაკობს ხალხი დღეებს ითვლის ასეთი რამ არასდროს მინახავ. არ გვეყოფა ზესტას სტადიონი სამტრედიელებს
სამტრე
27 ივნისი 2016 17:30
0
მიუხედავად იმისა რომ სამტრედიას გულშემატკივარი არ ვარ საქართველოს ჩემპიონატში, მაინც ჩავალ ზესტაფონში და ვუგულშემატკივრებ.
ნიკას წარმატებები აზერბაიჯანის ჩემპიონატში...
Rezo
27 ივნისი 2016 16:54
0
სამტრედიას წარმატება გაბალასთან სამტრედიელი მეგობრები მყავს და იქ უკვე დიდი პატარა ამ თამაშზე ფიქრობს შესაშური ბალეშიკობა იციან ის კი ვიცი ზესტაში კაი დღე არ დაადგება გაბალას
wiqara
27 ივნისი 2016 16:03
0
სამტრედიას წარმატება გაბალასთან სამტრედიელი მეგობრები მყავს და იქ უკვე დიდი პატარა ამ თამაშზე ფიქრობს შესაშური ბალეშიკობა იციან ის კი ვიცი ზესტაში კაი დღე არ დაადგება გაბალას
wiqara
27 ივნისი 2016 16:02
0
სამტრედიასთანგაბალას ძალიან გაუჭირდება მთავარია სამტრედიამ ისევე ლაღად გააგრძელოს როგორც ბოლო თვეებია თან სრულიდ სამტრედია უკვე ზესტაფონის თამაშზე ფიქრობს ეს კი ბიჭების მოტივაციას ასმაგად ზრდის
ramo
27 ივნისი 2016 15:58
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული