საიტი ვარაუდობს, რომ ქართულ გუნდს ამ შეხვედრაში მხარდაჭერა არ ექნება, რადგან თამაშზე დასასწრებად აკრედიტაცია ჯერჯერობით არც რომელიმე ქართველ ჟურნალისტს გაუვლია.
დღეს გუნდები მატჩისწინა ვარჯიშს ჩაატარებენ, მთავარი მწვრთნელები კი პრესკონფერენციას გამართავენ. "სამტრედია" "ბაკსელ არეანზე" წვრთნას 21:00 სთ-ზე გამართავს, გუნდის მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე კი ჟურნალისტთა კითხვებს 20:30 სთ-ზე უპასუხებს.
"სამტრედიის" განაცხადი ევროპალიგის მატჩისთვის ასე გამოიყურება:
მეკარეები: ომარ
მცველები: დავით მთივლიშვილი, გიორგი მჭედლიშვილი, ნიკა სანდოხაძე, ჯემალ გოგიაშვილი, დაჩი ცნობილაძე, ლაშა შერგელაშვილი, გიორგი ახალაძე, ზურაბ სტურუა, საბა თვალავაძე;
ნახევარმცველები: დავით რაჟამაშვილი, გიორგი დათუნაიშვილი, შოთა კერძევაძე, თორნიკე გორგიაშვილი, თემურ მარკოზაშვილი, გიული მანჯგალაძე, გიორგი გამყრელიძე;
თავდამსხმელები: ბაჩანა არაბული, დავით ჯიქია, ბუდუ ზივზივაძე, ზაურ ხაბეიშვილი, აკაკი ნინუა.
30 ივნისს, "გაბალა"-"სამტრედიის" შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს ბაქოდან საზოგადოებრივი მაუწყებლის "მეორე არხი" 21:00 სთ-დან წარმოადგენს.
---
გასაგებია რომ ვერ მიყვებით, ბევრი პრობლემაა, მაგრამ კარგი იქნება აეროპორტში გაცილებას თუ მოუწყობთ ბიჭებს, სტიმულს მისცემთ...