azerisport.com: "სამტრედიას" "გაბალასთან" მატჩში მხარდაჭერა არ ექნება

AutoSharing Option
აზერბაიჯანული საიტის, azerisport.com-ის ცნობით, "სამტრედია" აზერბაიჯანის დედაქალაქს გულშემატკივრების გარეშე ესტუმრა, სადაც 30 ივნისს, "ბაკსელ არეანზე", ევროპალიგის პირველი საკვალიფიციო ეტაპის პირველ შეხვედრას ადგილობრივ "გაბალასთან" ჩაატარებს.

საიტი ვარაუდობს, რომ ქართულ გუნდს ამ შეხვედრაში მხარდაჭერა არ ექნება, რადგან თამაშზე დასასწრებად აკრედიტაცია ჯერჯერობით არც რომელიმე ქართველ ჟურნალისტს გაუვლია.

დღეს გუნდები მატჩისწინა ვარჯიშს ჩაატარებენ, მთავარი მწვრთნელები კი პრესკონფერენციას გამართავენ. "სამტრედია" "ბაკსელ არეანზე" წვრთნას 21:00 სთ-ზე გამართავს, გუნდის მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე კი ჟურნალისტთა კითხვებს 20:30 სთ-ზე უპასუხებს.

"სამტრედიის" განაცხადი ევროპალიგის მატჩისთვის ასე გამოიყურება:

მეკარეები: ომარ
მიგინეიშვილი, კახა მეშველიანი, ოთარ სტურუა;
მცველები: დავით მთივლიშვილი, გიორგი მჭედლიშვილი, ნიკა სანდოხაძე, ჯემალ გოგიაშვილი, დაჩი ცნობილაძე, ლაშა შერგელაშვილი, გიორგი ახალაძე, ზურაბ სტურუა, საბა თვალავაძე;
ნახევარმცველები: დავით რაჟამაშვილი, გიორგი დათუნაიშვილი, შოთა კერძევაძე, თორნიკე გორგიაშვილი, თემურ მარკოზაშვილი, გიული მანჯგალაძე, გიორგი გამყრელიძე;
თავდამსხმელები: ბაჩანა არაბული, დავით ჯიქია, ბუდუ ზივზივაძე, ზაურ ხაბეიშვილი, აკაკი ნინუა.

30 ივნისს, "გაბალა"-"სამტრედიის" შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს ბაქოდან საზოგადოებრივი მაუწყებლის "მეორე არხი" 21:00 სთ-დან წარმოადგენს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
გუნდს ტანთ არ აცვია და ფეხთ, რაის გულშემატკივრის წამყვანები არიან.ამათ გუნდი არჩევნებისთვის ჭირდებათ.თუ სასწაული მოხდა და გავედით, გიას და ფეხბურთელების დამსახურება იქნება.
kote
30 ივნისი 2016 09:26
0
დააფინანსეთ და 1000 2000 გულშემატკივარი წაიყვანეთ, საარჩევნოდ და მიტინგებზე კარგად დაარბენინებდნენ მარშუტკებით და ავტობუსებით მხარდამჭერებს, ფეხბურთსაც დაეხმარონ ასე არ შეიძლება? :)
Akaki
29 ივნისი 2016 23:46
0
რას სისულელეა აზერები არასოდეს არ ეტყოდნენ უსაფრთხოებას ვერ ვუზრუნველყოფთო გამორიცხულია. ჩვენები უფრო ვერ რისკავენ მგონი. დავუშვათ მაყურებლებზე თქვეს ჯურნალისტებს ხომ არ ეტყოდნენ იგივეს? ჩვენი ჯურნალისტების პროფესიონალიზმი ნულის ტოლია. ჩვენს საიტებზე დღის 1 საათზე ძლივს სამ ოთხ ინფორმაციას აქვეყნებებ, როდესაც სხვაქვეყნების საიტები 9 საათისთვის მთლიან მსოფლიოს ამბებითაა გავსებული
gaga
29 ივნისი 2016 21:45
0
სამტრედიელ გულშემატკივრებს:
---
გასაგებია რომ ვერ მიყვებით, ბევრი პრობლემაა, მაგრამ კარგი იქნება აეროპორტში გაცილებას თუ მოუწყობთ ბიჭებს, სტიმულს მისცემთ...
Walkabout
29 ივნისი 2016 20:25
0
ერთ ჟურნალისტსაც კი არ გაუვლია აკრედიტაციაო და მერე უკვირთ ქართული ფეხბურთის წარუმატებლობა და სტატიებს წერენ ჟურნალისტები რატო "ისლანდია და არა ჩვენ." აი ამიტო არ გვეშველება არაფერი,ყველას ფეხებზე კიდია!.ეს ქვეყნის სირვხვილია- გუნდი სათამაშოდ ჩადის და გულშემატკივარის არ ჩასვლა კიდე გასაგებია მაგრამ ჟურნალისტი როგორ არ უნდა მიყვებოდეს,ესე როგორ უნდა გეკიდოს შენი ქვეყნის გუნდი.მწვრთნელი პრესკონფერენციას მართავს და ერცერთი ქართველი ჯურნალისტი,სტადიონზე გადის და არცერთი ქართველი გულშემატკივარი,არანაირი მხარდაჭერა.კლავიატურასთან მაგრები ხართ ეს ვითომ ჟურნალისტები,დაწერთ რაღაცა სტატიას და ჩვენ უნდა ვიკითხოთ თქვენი ნაბოდვარი "რატომ ისლანდია და არა ჩვენ?" აი ამიტო ისლანდია და არა ჩვენ!!
333
29 ივნისი 2016 19:17
0
აზერები თუ ვერ უზრუნველყოფენ ბალეშიკების დაცვას მაშინ ვერც აქ აჩამოვლენ
honka
29 ივნისი 2016 18:48
0
ვეთანხმები ალექსანდრეს; არ უნდა ჩამოუშვან აქ იმათი გულშემატკივრები.მრავალი მიზეზის მოგონება შეიძლება: თუნდაც უსაფრთხოების გარანტიის ვერ მიცემა და ა.შ. იმათ კი რაც უნდათ ის თქვან, თავშიც ქვა უხლიათ.
levani kaxeti
29 ივნისი 2016 18:41
0
ხვალ სამტრედიაში დიდი დღეა ბიჭებო ორმაგად მოტივირებულებმა ითამაშეთ ბალეშიკების გარეშე და ზესტაფონში ჩვენ ვიცით ჩათვალეთ რო ხვალ ყველა სამტრედიელი თქვენზე ფიქრობს
sioni
29 ივნისი 2016 18:38
0
გაბალას გულშემატკივრებმა არც იფიქროს ზესტაში ჩამოსვლა როგორც ჩვენს უსაფრთხოებას ვერ იცავენ ისე ვერ დაიცავენ მათსას
gaga
29 ივნისი 2016 18:34
0
სამტრედიას მხარდაჭერა ისეთი ექნება ზესტაფონში გაბალას ფეხბურთელებს ვათქმევინებთ რატომ დავიბადეთო გია დამუხტე ბიჭები აბა თქვენ იცით სამტრედია სულით და გულით თქვენთანაა
samtredski
29 ივნისი 2016 17:57
0

სიახლეები პოპულარული