azerisport.com: "სამტრედიას" "გაბალასთან" მატჩში მხარდაჭერა არ ექნება

AutoSharing Option
აზერბაიჯანული საიტის, azerisport.com-ის ცნობით, "სამტრედია" აზერბაიჯანის დედაქალაქს გულშემატკივრების გარეშე ესტუმრა, სადაც 30 ივნისს, "ბაკსელ არეანზე", ევროპალიგის პირველი საკვალიფიციო ეტაპის პირველ შეხვედრას ადგილობრივ "გაბალასთან" ჩაატარებს.

საიტი ვარაუდობს, რომ ქართულ გუნდს ამ შეხვედრაში მხარდაჭერა არ ექნება, რადგან თამაშზე დასასწრებად აკრედიტაცია ჯერჯერობით არც რომელიმე ქართველ ჟურნალისტს გაუვლია.

დღეს გუნდები მატჩისწინა ვარჯიშს ჩაატარებენ, მთავარი მწვრთნელები კი პრესკონფერენციას გამართავენ. "სამტრედია" "ბაკსელ არეანზე" წვრთნას 21:00 სთ-ზე გამართავს, გუნდის მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე კი ჟურნალისტთა კითხვებს 20:30 სთ-ზე უპასუხებს.

"სამტრედიის" განაცხადი ევროპალიგის მატჩისთვის ასე გამოიყურება:

მეკარეები: ომარ
მიგინეიშვილი, კახა მეშველიანი, ოთარ სტურუა;
მცველები: დავით მთივლიშვილი, გიორგი მჭედლიშვილი, ნიკა სანდოხაძე, ჯემალ გოგიაშვილი, დაჩი ცნობილაძე, ლაშა შერგელაშვილი, გიორგი ახალაძე, ზურაბ სტურუა, საბა თვალავაძე;
ნახევარმცველები: დავით რაჟამაშვილი, გიორგი დათუნაიშვილი, შოთა კერძევაძე, თორნიკე გორგიაშვილი, თემურ მარკოზაშვილი, გიული მანჯგალაძე, გიორგი გამყრელიძე;
თავდამსხმელები: ბაჩანა არაბული, დავით ჯიქია, ბუდუ ზივზივაძე, ზაურ ხაბეიშვილი, აკაკი ნინუა.

30 ივნისს, "გაბალა"-"სამტრედიის" შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს ბაქოდან საზოგადოებრივი მაუწყებლის "მეორე არხი" 21:00 სთ-დან წარმოადგენს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
გუნდს ტანთ არ აცვია და ფეხთ, რაის გულშემატკივრის წამყვანები არიან.ამათ გუნდი არჩევნებისთვის ჭირდებათ.თუ სასწაული მოხდა და გავედით, გიას და ფეხბურთელების დამსახურება იქნება.
kote
09:26 30-06-2016
0
დააფინანსეთ და 1000 2000 გულშემატკივარი წაიყვანეთ, საარჩევნოდ და მიტინგებზე კარგად დაარბენინებდნენ მარშუტკებით და ავტობუსებით მხარდამჭერებს, ფეხბურთსაც დაეხმარონ ასე არ შეიძლება? :)
Akaki
23:46 29-06-2016
0

სიახლეები პოპულარული