ჩეხური მედია: თბილისის "დინამო" სლოვაკ მცველს იმატებს

AutoSharing Option
ჩეხური idobryden.cz სინოტლიგის კლუბ "სლოვაცკოს" ახალი სეზონისთვის მზადების შესახებ წერს.

ამ გამოცემის თანახმად, თბილისის "დინამო" "სლოვაცკოს" 26 წლის მცველით, ტომაშ კოშუტით დაინტერესდა.

კოშუტი სლოვაკეთის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელია. მას "ნიტრაში" და პრაღის "სპარტას" დუბლებში უთამაშია. კოშუტი 2010 წლიდან ჩეხური "სლოვაცკოს" წევრია.

კოშუტი, რა თქმა უნდა, მისმა თანამემამულე იურაი იარაბეკმა ურჩია "დინამოს" ხელმძღვანელობას. ამ ზაფხულს "დინამომ" უცხოელთაგან უკვე დაიმატა ანტონი სკრიბე, სტეფან ველევი, მატიას კურიე და მატია შპიჩიჩი.
მკითხველის კომენტარები / 12 /
კაროჩე ამის თამაში არავის არ ექნება ნანახი და მაინც აკრიტიკებენ ))) ნორმალური მცველია საქარტველოს დონეზე კარგიც და რა გინდათ ვერ გავიგე რს იწუნებთ?? ხოო აი ჰუმელსი სილვა ლუიზი მოდიაოდნენ დინამოში და უარი უტხრეს :დ
Mishiko
15:31 30-06-2016
0
მართალია გიგას აზრი,ჩეხეთის მერვე ადგილის გუნდიდან ხალხი პრაღის სპარტაში და პლზენში ხვდება,რატომ არ შეიძლება რომ დინამოს გამოადგეს.რივერ პლეიტიდან ან ბოკადან ან ბრაზილიის წამყვანი კლუბებიდან დინამოში სათამაშოდ არავინ წამოვა და თუ მოხდა სასწაული წამოვიდნენ სად უნდა ითამაშონ ჩვენი ჩემპიონატის ყანა სტადიონებზე ისინი არ ითამაშებენ.
bebeto
13:51 30-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული