ჩეხური მედია: თბილისის "დინამო" სლოვაკ მცველს იმატებს

AutoSharing Option
ჩეხური idobryden.cz სინოტლიგის კლუბ "სლოვაცკოს" ახალი სეზონისთვის მზადების შესახებ წერს.

ამ გამოცემის თანახმად, თბილისის "დინამო" "სლოვაცკოს" 26 წლის მცველით, ტომაშ კოშუტით დაინტერესდა.

კოშუტი სლოვაკეთის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელია. მას "ნიტრაში" და პრაღის "სპარტას" დუბლებში უთამაშია. კოშუტი 2010 წლიდან ჩეხური "სლოვაცკოს" წევრია.

კოშუტი, რა თქმა უნდა, მისმა თანამემამულე იურაი იარაბეკმა ურჩია "დინამოს" ხელმძღვანელობას. ამ ზაფხულს "დინამომ" უცხოელთაგან უკვე დაიმატა ანტონი სკრიბე, სტეფან ველევი, მატიას კურიე და მატია შპიჩიჩი.
მკითხველის კომენტარები / 12 /
კაროჩე ამის თამაში არავის არ ექნება ნანახი და მაინც აკრიტიკებენ ))) ნორმალური მცველია საქარტველოს დონეზე კარგიც და რა გინდათ ვერ გავიგე რს იწუნებთ?? ხოო აი ჰუმელსი სილვა ლუიზი მოდიაოდნენ დინამოში და უარი უტხრეს :დ
Mishiko
30 ივნისი 2016 15:31
0
მართალია გიგას აზრი,ჩეხეთის მერვე ადგილის გუნდიდან ხალხი პრაღის სპარტაში და პლზენში ხვდება,რატომ არ შეიძლება რომ დინამოს გამოადგეს.რივერ პლეიტიდან ან ბოკადან ან ბრაზილიის წამყვანი კლუბებიდან დინამოში სათამაშოდ არავინ წამოვა და თუ მოხდა სასწაული წამოვიდნენ სად უნდა ითამაშონ ჩვენი ჩემპიონატის ყანა სტადიონებზე ისინი არ ითამაშებენ.
bebeto
30 ივნისი 2016 13:51
0
მე იმ ხალხის გამკვირვებია, ვისაც არცერთი მწვრთნელი და მათი მოღვაწეობა არ მოსწონს, განსაკუთრებით ლეგიონერების შერჩევის კუთხით. ისეთი მოთხოვნები აქვთ, თითქოს საქართველოს ჩემპიონის რიგებში გრაციანო პელლესა და ტიაგო მოტას დონის ფეხბურთელები მაინც უნდა მოიწვიონ მხოლოდ. მოიწვე და ეგრევე გამოიქცევიან ხომ!!! კარგით რა, ცოტა აზრზე მოდით!!!! ჩეხეთის მერვეადგილოსან გუნდს ისე ქილიკით მოიხსენიებენ, თითქოს ჩვენი ჩემპიონატის მერვეადგილოსანი საფეხბურთო სასწაულებს ახდენდეს. ჩეხეთის ჩემპიონატის დონემდე და მათ საფეხბურთო იფრასტრუქტურამდე თუ ოდესმე მივალთ, გიფიქრიათ ამაზე?. ვერაფრით ამიხსია და ვერასოდეს მივხვდები ალბათ, რატომ უნდა დათანხმდეს, თუნდაც საშუალოზე ოდნავ დაბალი ევროპელი და სხვა კონტინეტის ლეგიონერი, საქართველოს რომელიმე გუნდში გადასვლას, თუ მას უნდა რომ შეიქმნას კარიერა? (ვეტერანები კი უპირველესად ტავიანთ სამშობლოში ამტავრებენ კარიერას) იქნებ ახსნათ "კრიტიკოსებო" და ფეხბურთის ზნატაკებო?
giga
30 ივნისი 2016 11:26
0
მოკლედ ძაან მცოდნე ხალხმა ტვინი წაიღეს ამ უაზრო მცოდნეობით თამაში მაინც გენახოთ ამისი და ისე ლაპარაკობდეთ
ლაშა
30 ივნისი 2016 00:57
0
აუ ნუ გაქვთ აკვიატებული ლეგიონერებზე ერთი და იგივე, აბა ვინ დაიმატონ უმტიტი? სამწუხაროდ მაგას უკვე ბარსელონამ დაადგა თვალი არ გაგვიმართლა ;) ან ამისულაშვილი როდემდე შეძლებს თამაშს უკვე 33 წლისაა და შემცვლელი არ უნდა? ან ვინ გვყავს საქართველოს ჩემპიონატში ძლიერი ქართველი მცველი ეხლა ნუ იტქვით გორის დალადან და ტორპედოდან ვიღაცეებს. აბა ნახეთ აზერბაიჯანულ, ანდორულ და სომხურ გუნდებს რომლებიც უნდა შეგვხვდნენ რამდენი ლეგიონერთ გამოდიან ევრო ტურნირებზე? ზოგში ადგილობრივზე მეტი ლეგიონერია, იმიტომ რომ ესეთი დაბალი დონის ჩემპიონატის ადგილობრივი გამოუცდელი ფეხბურთელებით შორს კი არა ადგილიდან ვერ დაიძვრებიან ევროტურნირებზე. გამოდის რომ საფეხბურთო სამყაროში პროფესიონალებზე მეტად თქვენ გესმით ფეხბურთის? აბა მაშინ კომპიუტერებთან რას უზიხართ და აკომენტარებთ წადით გუნდი გაწვრთენით
Akaki
29 ივნისი 2016 23:40
0
ამას ისევ 33წლის ამისულაშვილი მირჩევნია.გველესიანი გაუშვეს და მის მაგივრად სათადარიგოდ ეს სლოვაკი მოჰყავთ?ნეტავ სად აქვს დინამოს ხელმძღვანელობას თვალები?
giorgi
29 ივნისი 2016 22:16
0
საშუალო დონის ფეხბურთელების ჩამოყვანა შეიძლება სამხრეთ ამერიკიდან უბრალოდ ამას კარგი მცოდნე აგენტები ჭირდება.ალბათ ყველამ იცის რომ გრანდებიდან დინამოში სათამაშოდ არავინ წამოვა, მითუმეტეს ჩვენი ჩემპიონატის დონის და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით.
bebeto
29 ივნისი 2016 21:39
0
ფიფიას ფეხბურთი ეტყობა მაგრად უყვარს, მაგრამ გაგებაში არაა!!!
გიორგი
29 ივნისი 2016 20:49
0
მემგონი ეს ფიფია მაგარი გამოჭერილი ყავთ და მაგარს აბოლებეს კლუბის ხელმძღვანელობა
otari
29 ივნისი 2016 19:55
0
მე განსხვავებას ვერ ვხედავ წინა დუშან უჰრინის დინამოს და ეხლა ამის კიდე უბრალოდ ტრენერი არის სხვა და ლეგიონერები, როგორც მაშინ წავედით წინ იგივე იქნება ეხლაც
svani
29 ივნისი 2016 19:42
0

სიახლეები პოპულარული