რომან გრიგორჩუკი: მეორე რაუნდში ჯერ არ ვართ, "სამტრედიას" სტუმრადაც უნდა მოვუგოთ

AutoSharing Option
აზერბაიჯანული "გაბალას" მთავარმა მწვრთნელმა რომან გრიგორჩუკმა "სამტრედიასთან" მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

30 ივნისს, საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის I მატჩი აზერბაიჯანულ გუნდთან ანგარიშით 1:5 დათმო.

- გაბალა-სამტრედია 5:1 - დიდი იმედგაცრუება [VIDEO]

"ქებას მთელი გუნდი იმსახურებს, რომლის თითოეული ფიგურა მოედანზე ერთი მთლიანის ნაწილი იყო და ისწრაფვოდა გამარჯვებისკენ. ეს ძალიან კარგია. გუნდის ახალწვეულებმაც შეასრულეს ყველა ჩვენი მოთხოვნა და სურვილი. მადლობელი ვარ ბიჭების, გაწეული დიდი სამუშაოსთვის.

არ შეიძლება თქმა, რომ ჩვენ უკვე მეორე რაუნდში ვართ. სხვა
დასხვა თამაში შეიძლება სხვადასხვანაირად წარიმართოს და ისტორიაშიც არის ამის მაგალითები. რა თქმა უნდა, ვხვდები, რომ ხუთი გატანილი გოლი დიდი უპირატესობაა, მაგრამ წინაა საპასუხო მატჩი, რომლის მოგებაც უნდა ვცადოთ", - თქვა უკრაინელმა სპეციალისტმა.
მკითხველის კომენტარები / 12 /
არ ბლატაობს და იგებს.
ეს ცეცაძე რას ბაქიბუქობს, რისი იმედი აქვს? ან რისი იმედი ქონდა, თამაშამდე რომ ტრიპაჩობდა.
ყველაზე მაგრა იბლატავა სამტრედიამ და გაპაზორდა, მერე გორის დილამ და ან გავა ან არა. ჩიხურას ხმა არ ამოუღია და მოიგო.
შეიგნეთ რომ თამაშამდე ტრაბახი არის 80% წაგება.
haha
14:05 01-07-2016
0
ასე რომ მოგიგებს დაცინვაა აბა რა რის ? მეტი რაღა უნდა დაეცინა :) აუ აზერბაიჯანული გუნდი რა დღეში გვაგდებს.
shako
14:48 01-07-2016
0

სიახლეები პოპულარული