დინამო (თბ) - ლასკი 0:2 - მეორე წაგება ავსტრიულ შეკრებაზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
1-ელ ივლისს, ავსტრიულ შეკრებაზე მყოფმა თბილისის "დინამომ" მეოთხე სპარინგ-მატჩი ავსტრიის მეორე ლიგის გუნდთან ლასკ-თან გამართა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა ძირითად შემადგენლობაში ის ფეხბურთელები დააყენა, რომელთაც შეკრებაზე ნაკლები დრო ჰქონდათ თავის გამოსაჩენად. აღსანიშნავია, რომ ერთწლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოირგო "დინამოს" ფორმა გიორგი პაპუნაშვილმა.

ეს "დინამოს" მეორე მარცხია ავსტრიულ შეკრებაზე. მანამდე საქართველოს ჩემპიონმა ავსტრიულ შეკრებაზე პოლონურ "ლეგიასთან" ფრედ 1:1 ითამაშა, 0:3 დათმო ბულგარულ "ლუდოგორეცთან" და 2:0 მოუგო ჰაიფას "მაკაბის".

იარაბეკის გუნდი ავსტრიულ შეკრებას კიევის "დინამოსთან" ამხანაგური
შეხვედრით დაასრულებს, რომელიც 4 ივლისს ჩატარდება.

ამხანაგური მატჩი
დინამო-ლასკი 0:2
დინამო: ლომაია, შპიჩიჩი (თევზაძე 46), რენე (ამისულაშვილი 62), ჭელიძე, კირკიტაძე (კურიე 62), ცინცაძე (c), ალვარო, ვოლკოვი (კიტეიშვილი 62), პაპუნაშვილი (ლობჟანიძე 46), მიქელთაძე (ველევი 62), გელაშვილი (ქვილითაია 62)
ლასკი: პერვანი (c), კერხე, მიხორლი, ვაიზინგერი, გარტლერი, დე ლიმა, რეპი, რამზებნერი, ლუკენედერი, ერდოღანი, როზა სილვა.
მკითხველის კომენტარები / 25 /
ამათ რაღაც "სეკრეტები" ექნებათ მოფიქრებული და ამხანაგურ თამაშებში არ გაამხელდნენ:)))))))
შოკირებული გულშემატკივარი
02 ივლისი 2016 10:51
0
ამ კიევთან მაინც არ დაეგეგმა ეს თამაში განადგურდებიან
roma
02 ივლისი 2016 10:38
0
დინამოს თამაში შეადარეთ სამტრედიას გუნდმა იმხელა სხვაობით წააგო მარა დინამოს თამაშს მაინც ჯობდა ამ ფიფის მიკვირს ორი მოყვანოს და გუნდი ააგოს მათ გარშემო სად ნახა ეს ბარახლოები გეგუჩაძის წასვლის მერე ვამბობ რომ დინამოს საქმე წასულია მეორე წრეშიც ინერციით თამაშობდნენ
dola
02 ივლისი 2016 10:36
0
ჯილდოები ხო აირესტყეს. ფეხბურთის განვითარების მამებმა
გიორგი
02 ივლისი 2016 10:35
0
ჩემი აზრით იმაზე ოცნებას რომ ლიგის ჯგუფურზე გაუვარდეთ და მოხვდნენ,ჯობია არ მოხვდნენ თორე ტაბლოზე რა ანგარიშები დაფიქსირდება მგონი კველა ვხვდებით და საერთოდ თუ ვინმე არსებობს ფეხბურთის მაყურებელი რომელმაც საერთოდ ისაც არ იცის სად არის საქართველო ისაც კი დაგვინებს და მოდი რა .. დინამო ...,ჯერ ისწავლეთ თუნდაც ტელევიზორიდან როგორ დარბიან როგორ ლაგდებიან როგორ ერთვება მცველი შეტევაში და მერე გადით გატესტეთ წნორის მილანთან!! საქართვრლოს საამაყო ჩემპიონო
M.T
02 ივლისი 2016 10:22
0
ამ უაზრო ფაფხურით შორს ვერ წავლენ,ყველა ლეგიონერი დაბალი დონის არის,მეკარე კი საერთოდ,თავის მოტყება მეტი არაფერი, რომ ესენი გუნდს გააძლიერებენ,ყველა გასაშვებია და მწვრტნელიც ზედ უნდა მიაყოლო,თუ მოყვანაა ჯობს 1-2 მართლა კარგი მოიყვანონ, და მათ გარშემო გუნდი შეკრან
ალეკსანდრე
02 ივლისი 2016 10:14
0
ნო კომენტ.
იმერელი
02 ივლისი 2016 10:03
0
Scori sirbili ascavlon jer am gunds da mere ipiqron jgupurze moxvedra. Am mcvrtnelis xelshi aramgonia rame iscavlon sxva vinme normaluri midzebnos pipiam urchevnia...
Simartle
02 ივლისი 2016 08:27
0
რა ლიგა რის ლიგა რი გარგალი რა ატამი.
კარგით რა თავს ნუ იტყუებთ ხალხო და ტყულად ნერვებს ნუ იგლეჯთ.ძაან დიდი სურვილი მაქვს ეგ მოხდეს მაგრამ სიმართლე სიმართლეა.სამწუხაროდ კიდევ დიდხანს მოგვიწევს ლოდინი.
gio1976
02 ივლისი 2016 02:37
0
მეორე ბუნდესლინგის გუნდია ავსტრიის და ეგენი რას იზამენ უეფაზე?
კობა
02 ივლისი 2016 02:04
0

სიახლეები პოპულარული