დინამო (თბ) - ლასკი 0:2 - მეორე წაგება ავსტრიულ შეკრებაზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
1-ელ ივლისს, ავსტრიულ შეკრებაზე მყოფმა თბილისის "დინამომ" მეოთხე სპარინგ-მატჩი ავსტრიის მეორე ლიგის გუნდთან ლასკ-თან გამართა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა ძირითად შემადგენლობაში ის ფეხბურთელები დააყენა, რომელთაც შეკრებაზე ნაკლები დრო ჰქონდათ თავის გამოსაჩენად. აღსანიშნავია, რომ ერთწლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოირგო "დინამოს" ფორმა გიორგი პაპუნაშვილმა.

ეს "დინამოს" მეორე მარცხია ავსტრიულ შეკრებაზე. მანამდე საქართველოს ჩემპიონმა ავსტრიულ შეკრებაზე პოლონურ "ლეგიასთან" ფრედ 1:1 ითამაშა, 0:3 დათმო ბულგარულ "ლუდოგორეცთან" და 2:0 მოუგო ჰაიფას "მაკაბის".

იარაბეკის გუნდი ავსტრიულ შეკრებას კიევის "დინამოსთან" ამხანაგური
შეხვედრით დაასრულებს, რომელიც 4 ივლისს ჩატარდება.

ამხანაგური მატჩი
დინამო-ლასკი 0:2
დინამო: ლომაია, შპიჩიჩი (თევზაძე 46), რენე (ამისულაშვილი 62), ჭელიძე, კირკიტაძე (კურიე 62), ცინცაძე (c), ალვარო, ვოლკოვი (კიტეიშვილი 62), პაპუნაშვილი (ლობჟანიძე 46), მიქელთაძე (ველევი 62), გელაშვილი (ქვილითაია 62)
ლასკი: პერვანი (c), კერხე, მიხორლი, ვაიზინგერი, გარტლერი, დე ლიმა, რეპი, რამზებნერი, ლუკენედერი, ერდოღანი, როზა სილვა.
მკითხველის კომენტარები / 25 /
ვუყურე და ორივე წყალწაგებული გუნდია
koba
02 ივლისი 2016 02:02
0
არა ლიგაზე გავლიან კაცო
HAHAHA
02 ივლისი 2016 00:15
0
ukacravad magram egre jgupshic ver gaaxwevt
badri
01 ივლისი 2016 22:11
0
გაუშვით ყველა ლეგიონერი და იყიდეთ უიკსის დონის
fifias
01 ივლისი 2016 21:26
0
გაუჭირდებოდა......!!
tornike
01 ივლისი 2016 20:57
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული