20:55 01-07-2016
დინამო (თბ) - ლასკი 0:2 - მეორე წაგება ავსტრიულ შეკრებაზე [VIDEO]
AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა ძირითად შემადგენლობაში ის ფეხბურთელები დააყენა, რომელთაც შეკრებაზე ნაკლები დრო ჰქონდათ თავის გამოსაჩენად. აღსანიშნავია, რომ ერთწლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოირგო "დინამოს" ფორმა გიორგი პაპუნაშვილმა.
ეს "დინამოს" მეორე მარცხია ავსტრიულ შეკრებაზე. მანამდე საქართველოს ჩემპიონმა ავსტრიულ შეკრებაზე პოლონურ "ლეგიასთან" ფრედ 1:1 ითამაშა, 0:3 დათმო ბულგარულ "ლუდოგორეცთან" და 2:0 მოუგო ჰაიფას "მაკაბის".
იარაბეკის გუნდი ავსტრიულ შეკრებას კიევის "დინამოსთან" ამხანაგური შეხვედრით დაასრულებს, რომელიც 4 ივლისს ჩატარდება.
ამხანაგური მატჩი
დინამო-ლასკი 0:2
დინამო: ლომაია, შპიჩიჩი (თევზაძე 46), რენე (ამისულაშვილი 62), ჭელიძე, კირკიტაძე (კურიე 62), ცინცაძე (c), ალვარო, ვოლკოვი (კიტეიშვილი 62), პაპუნაშვილი (ლობჟანიძე 46), მიქელთაძე (ველევი 62), გელაშვილი (ქვილითაია 62)
ლასკი: პერვანი (c), კერხე, მიხორლი, ვაიზინგერი, გარტლერი, დე ლიმა, რეპი, რამზებნერი, ლუკენედერი, ერდოღანი, როზა სილვა.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული
P.s. (ესენი მაღალი დონის უცხოელ მწვრთნელს ვერ მოიყვანენ)
ადმინ გთხოვ გამომიქვეყნე
პატივს ვცემ შენს მოსაზრებას, მაგრამ ჩემი აზრით არც კიევთან განადგურდებიან თუ ძირითადით ითამაშეს და არც ევროთასებზე შერცხვებიან!
მეტიც, სავარაუდოდ ეს ყველაზე ძლიერი ქართული კლუბია ბოლო 10-15 წლის განმავლობაში და შესაბამისად ყველაზე დიდი შანსი "გასაძვრენად" სწორედ ახლაა.
მე არ ვამბობ რომ კიევის დინამოზე ძლიერი გუნდია მაგრამ ვფიქრობ რომ ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა შესაძლებელია და ერთ თამაშში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
სხვათაშორის, მეორე შემადგენლობაც საკმაოდ სოლიდურია...