არსებული ინფორმაციით, სუს-მა გოჩა ავსაჯანიშვილი დააკავა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტზე ა(ა)იპ "35-ე საფეხბურთო კლუბის" პრეზიდენტი გოჩა ა. (ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი გოჩა ავსაჯანიშვილი) და მოქალაქე ვასილ მ. დააკავეს.

როგორც სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტმა გოჩა ა-მ მოქალაქე ვასილ მ-ს დახმარებით უცხო ქვეყნის მოქალაქეს ა(ა)იპ "35-ე საფეხბურთო კლუბში" ფიქტიურად გაფორმების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა 8 000 აშშ დოლარი.

გამოძიება კომერციული მოსყიდვისა და კომერციულ
მოსყიდვაში დახმარების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 25-221-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 35 /
აი ამისთანა საქმოსნებით რომაა გატენილი ჩვენი საფეხბურთო მეურნეობა, იმიტომ არ ეშველება ქართულ ფეხბურთს. სწორედ მაგიტომ არ ჩადო ბიძინამ ფული ფეხბურთში და ჩადო რაგბში, სადაც მართლა კაცები მოღვაწეობენ და ფულს არ იპარავენ
qomagi
14:18 02-07-2016
0
საინტერესოა როგორ გაუჩალიჩეს. ალბათ ჩუმად ჩაუდვეს ჯიბეში ან დამიჭირე ცოტა ხანიო და ამ დროს შემოვარდნენ ეს უნიათოები.
kvaxa
14:18 02-07-2016
0

სიახლეები პოპულარული