სოსო ფრუიძე: "ზიმბრუსთან" საქართველოში უფრო რთულ თამაშს ველით

AutoSharing Option
ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერის "ჩიხურამ" კიშინიოვში "ზიმბრუ" 1:0 დაამარცხა. სოსო ფრუიძის გაწვრთნილებს უფრო სოლიდური ანგარიშით გამარჯვებაც შეეძლოთ, მაგრამ მხოლოდ ერთ გოლს დასჯერდნენ.

- ზიმბრუ-ჩიხურა 0:1 - ყოჩაღ, "ჩიხურა"! ყოჩაღ, ფრუიძე! [VIDEO+PHOTO]
- კურიოზი სოსო ფრუიძის პრესკონფერენციაზე მოლდოვაში [VIDEO]

"ჩიხურას" მეკარე დინო ჰამზიჩი "ზიმბრუსთან" მოგებამ გაახარა. ამის მიუხედავად, ბოსნიელი ლეგიონერი მართალია, როცა ამბობს, რომ საჩხერელებმა საშინაო შეხვედრაში კონცენტრაცია არ უნდა დაკარგონ.

"კიშინიოვში რთული მატჩი გვქონდა. პირველ ნახევარში ჩვენ რიცხობრივი უპირატესობით ვისარგებლეთ - რამდენიმე საგოლე მომენტი შევქმენით და ერთი გამოვიყენეთ.

ვიცოდით,
რომ ადვილი მატჩი არ გველოდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩვენი მოთამაშე გააგდეს და "ზიმბრუმ" დასვენებული მოთამაშეები შემოიყვანა. მეტოქე კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენ დაცვაში ძალიან კარგად გამოვიყურებოდით.

ვულოცავ "ჩიხურას" გულშემატკივარს გამარჯვებას და მჯერა, ზესტაფონშიც დამაჯერებლად ვითამაშებთ", - ამბობს ჰამზიჩი.

საერთოდ, ევროპალიგაზე "ჩიხურას" ძალიან საინტერესო სტატისტიკა აქვს. 2013 წლიდან მოყოლებული, სოსო ფრუიძის შეგირდებმა 11 მატჩი ჩაატარეს, აქედან 6 - გასვლაზე: 2 მოიგეს - ერთნაირი ანგარიშით, 1:0 სძლიეს მაკედონიურ "ტურნოვოს" (2014 წელს), ახლა კი - "ზიმბრუს". ფრედ დაასრულეს 3 დაპირისპირება - 2013 წელს ლიხტენშტაინის "ვადუცთან" 1:1, 2014 წელს კი თურქეთში "ბურსასთან" და ბაქოში "ნეფთჩისთან" 0:0. ამ 6 საგარეო შეხვედრაში საჩხერელებმა მხოლოდ 1 წააგეს - 2013 წელს შვეიცარიულ "თუნთან" (0:2).

გამოდის, რომ "ჩიხურას" საგარეო მატჩების დაახლოებით 17 პროცენტი აქვს წაგებული. ასეთი სტატისტიკით სხვა ქართული გუნდი ნამდვილად ვერ დაიკვეხნის.

ფრუიძე ეიფორიაში არ ჩავარდნილა და დარწმუნებულია, რომ ყველაფერი სამშაბათს, 5 ივლისს, ზესტაფონში გასამართ საპასუხო შეხვედრაში გადაწყდება:

"ჩვენც და "ზიმბრუსაც" ბევრი ახალწვეული გვყავს. ამიტომ მატჩამდე ვამბობდი, რომ შედეგზე გავლენას აუცილებლად მოახდენდა ის ფაქტი, თუ როგორ მოვახერხებდით ახალი ფეხბურთელების შეთამაშებას.

"ზიმბრუს" აქვს პოტენციალი და ეს გუნდი დროთა განმავლობაში უკეთეს ფეხბურთს ითამაშებს.

ჩვენ დაცვაში მეტოქეზე კარგად ვითამაშეთ, შეტევაში კი უფრო სწრაფები ვიყავით და ამის ხარჯზე გავიმარჯვეთ. რამდენიმე მომენტი გვქონდა და ერთი შანსი გამოვიყენეთ. თუმცა მეტის გატანაც შეგვეძლო და ეს რომ მომხდარიყო, ყველაფერს წერტილი კიშინიოვში დაესმებოდა. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ".

ფრუიძის თქმით, ახლა მოდუნება დიდი შეცდომა იქნება:

"როცა გიორგი განუგრავა გაგვიგდეს და რიცხობრივი უპირატესობა აღარ გვქონდა, "ზიმბრუ" უფრო აქტიურად გვიტევდა, რადგან გუნდს, როგორც ვთქვი, პოტენციალი აქვს და ამიტომ საქართველოში უფრო რთულ თამაშს ველით.

კარგია, რომ კიშინიოვში მოვიგეთ, მაგრამ მომდევნო რაუნდში ორი მატჩის ჯამით გადიან და ჩვენი ამოცანაა, ზესტაფონში ხარისხიანი ფეხბურთი ვაჩვენოთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩვენ ვიცით სადაა ჩვენი ადგილი.მუდამ ევროტურნინებზე.აპალონიჩ ნუ გვაშინებ:დ:დ:დ
chixura
19:28 04-07-2016
0
ძალიან სამწუხარო იქნება მაგრამ კარგი სუნი ნამდვილად არ უდის ამ თამაშებს. რატომღაც მგონია რომ "ჩიხურა" აქ თამაშს დათმობს და გაიგე მერე აქ იყო თუ იქ ჩაწყობილი თუ ორივე ერთად.
.........
16:58 04-07-2016
0

სიახლეები პოპულარული