"ზიმბრუს" მწვრთნელი: მაშინ "ჩიხურას" მეკარეც უნდა გაეძევებინათ

AutoSharing Option
კიშინიოვის "ზიმბრუს" ხელმძღვანელობა და მოთამაშეები ქართულ გუნდთან წაგებით (0:1) გულდაწყვეტილები არიან. ამას არავინ ელოდა, რადგან მოლდოვურმა კლუბმა მოსამზადებელ ეტაპზე სამი სპარინგმატჩი გამართა და ერთშიც არ დამარცხებულა: ევროპისა და ჩემპიონთა ლიგების მონაწილეებთან - ბელცის "ზარიასთან" და ტირასპოლის "შერიფთან" 1:1 ითამაშა, ხოლო "მილსამი" 2:0 დაამარცხა.

საპასუხო მატჩი 5 ივლისს, ზესტაფონის "დავით აბაშიძეზე" გაიმართება და კიშინიოველები იმედს არ კარგავენ, რომ მდგომარეობის გამოსწორებას შეძლებენ. ეგაა, უცნაურია, რასაც ამტკიცებენ - მომენტებით ვერ ვის
არგებლეთო. არადა, მათ მიერვე გავრცელებული ვიდეოკოლაჟიდან ჩანდა, რომ კიშინიოვის შეხვედრაში მასპინძლებს რეალური მომენტი არ შეუქმნიათ.

- ზიმბრუ-ჩიხურა 0:1 - ყოჩაღ, "ჩიხურა"! ყოჩაღ, ფრუიძე! [VIDEO+PHOTO]

ამანსიო ფორტესი კიშინიოველთა ახალწვეულია. ფლანგის ნახევარმცველი მიიჩნევს, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ჯერ დაკარგული არ არის:

"ჩვენ რამდენიმე საგოლე შესაძლებლობა გვქონდა, მაგრამ ვერ გავიტანეთ - ესაა ფეხბურთი. იღბალი არ გვწყალობდა, მაგრამ მჯერა, არაფერია დაკარგული. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და იქნებ იღბალმა საქართველოში მაინც გაგვიღიმოს".

"ზიმბრუს" მთავარი მწვრთნელი ფლავიუს სტოიკანი იმედოვნებს, რომ მისი ფეხბურთელები პირველ მატჩში დაშვებულ შეცდომებს ზესტაფონში გამოასწორებენ:

"ჩვენ პირველ მატჩში დავმარცხდით, მაგრამ არა - კვალიფიკაციის ეტაპზე და გასვლის შანსი ჯერაც არ დაგვიკარგავს. პირველ ნახევარში ქართველები კარგად გამოიყურებოდნენ, მეორეში კი თამაში გავათანაბრეთ და ბევრი კარგი მომენტი შევქმენით. შეგვეძლო, მინიმუმ, ერთი მათგანი გამოგვეყენებინა და ანგარიშს გავათანაბრებდით, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ.

ფეხბურთში შეცდომებსაც უშვებენ. იმარჯვებს ის, ვინც ნაკლებად ცდება. შედეგზე გავლენა იმანაც იქონია, რომ ბევრი ახალწვეული გვყავდა. ნებისმიერ გუნდს შესათამაშებლად დრო სჭირდება, ფეხბურთელს კი - სხვებთან შესაგუებლად. რა თქმა უნდა, ეს მცირე დროში რთულია, მაგრამ ეს თავის გასამართლებლად არ გამოგვადგება".

უცნაურად მოგეჩვენებათ სტოიკანის ეს სიტყვები:

"მიმაჩნია, რომ გეორგე ანტონის გაძევება სამართლიანი არ იყო. თუ მსაჯმა მას წითელი ბარათი აჩვენა, მაშინ "ჩიხურას" მეკარეც უნდა გაეძევებინა".

მატჩის ჩანაწერიდან ჩანს, რომ ფინელმა არბიტრმა გეორგე ანტონი სრულიად სამართლიანად გააძევა - ის "ჩიხურას" მეკარეზე გაშლილი ფეხით წავიდა, ჰამზიჩი კი თავის არიდებას ცდილობდა...

სტოიკანმა გასვლით თამაშზეც ილაპარაკა:

"მომხდარის გამო დამწუხრებული ვარ, თუმცა თავს დაბლა არ ვხრი. ვაპირებთ, ზესტაფონში შევუტიოთ, მომენტები შევქმნათ და ამით ვისარგებლოთ. ისე მოხდა, რომ კიშინიოვში შეცდომები დავუშვით და ამით მეტოქემ ისარგებლა.

შეცდომები მოწინააღმდეგემაც დაუშვა, მაგრამ ჩვენ ვაპატიეთ. ჩემი ბიჭების მაინც მჯერა, რადგან მათ მეორე ნახევარში ძალიან კარგად ითამაშეს. იმედია, რომ საქართველოში საჩვენო შედეგს მივაღწევთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
1 არხის საყურადღებოდ! აჩვენეთ თამაშები რაღაც უაზრო სერიალების და გადაცემების ჩვენებას ფეხბურთი აჩვენეთ, ეხლაც ხო არ ემთხვევა ერთმანეთს დროში? ამ თამაშებს ველოდებით გულშემატკივრები 1 წელი, მაგრები ვართ თუ სუსტები ეს თამაშები ყველასგან პატივისცემას იმსახურებს. მითუმეტეს როცა საზოგადოებრივი გქვიათ
Giorgi567
19:57 04-07-2016
0
კარგიაააა. ეს ჩვენ წისქვილზე ასხამს წყალს.
haha
12:31 04-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული