ერთმანეთს საჩხერის "ჩიხურა" და კიშინოვის "ზიმბრუ" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით ანგარიშით 3:2 დასრულდა, ორი მატჩის ჯამში კი სტუმრად გატანილი გოლების უპირატესობით შემდეგ ეტაპზე სტუმრები გავიდნენ.
ანგარიში მატჩის მე-13 წუთზე გიორგი ივანიშვილმა გახსნა, რასაც ტაიმის მიწურულს, 45-ე წუთზე სტუმართა მხრიდან ემერსონის გოლი მოჰყვა. "ჩიხურამ" მეორე ტაიმის დასაწყისშიც გაიტანა - 55-ე საჩხერელები შეხვედრაში მეორედ წინ ლევან კაკუბავამ გაიყვანა, თუმცა 6 წუთში სტუმრებმა ისევ გაათანაბრეს - თავი იონ