"ჩიხურამ" მოლდოვური ბარიერი ვერ გადალახა

AutoSharing Option
5 ივლისს, ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა გაიმართა.

ერთმანეთს საჩხერის "ჩიხურა" და კიშინოვის "ზიმბრუ" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით ანგარიშით 3:2 დასრულდა, ორი მატჩის ჯამში კი სტუმრად გატანილი გოლების უპირატესობით შემდეგ ეტაპზე სტუმრები გავიდნენ.

ანგარიში მატჩის მე-13 წუთზე გიორგი ივანიშვილმა გახსნა, რასაც ტაიმის მიწურულს, 45-ე წუთზე სტუმართა მხრიდან ემერსონის გოლი მოჰყვა. "ჩიხურამ" მეორე ტაიმის დასაწყისშიც გაიტანა -  55-ე საჩხერელები შეხვედრაში მეორედ წინ ლევან კაკუბავამ გაიყვანა, თუმცა 6 წუთში სტუმრებმა ისევ გაათანაბრეს - თავი იონ
ჯარდანმა
გამოიჩინა. მსაჯის მეირ დამატებულ მე-2 წუთზე "ჩიხურამ" მესამე გოლიც მიიღო თავის კარში და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ვეღარ გავიდა.
მკითხველის კომენტარები / 82 /
დაანებეთ რა ხალხო თავი ამ შეთქმულებების ძებნას. მარტო საქართველოში ხედავთ რა ყველაფერში, როცა ყველაფერი ძალიან მარტივია და ესაა ჩვენი ფეხბურთის დონე.ფრუიძე, რომ ამბობდა ამ ეტაპზე შედეგია მთავარიო - აქ გამოჩნდა რა მწვრთნელია და ფეხბურთელები რაც არიან კიდევ - მოედანზე
nugzari
23:22 05-07-2016
0
ერთი რა შეატყვეთ ჩაწყობილის მოუგეს რა. ესენი ისეთი უუნაროები არიან - ასე დახვეწილად ვერ ჩააწყობდნენ. თამაში მიდიოდა ისეთი სცენარით, რომ ასეც უნდა მომხდარიყო. ეს იცის უთავმოყვარეოდ შედეგზე გამოკიდებამ. ,,შედეგზე'' - როგორც ფრუიძემ თქვა
zura
23:28 05-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული