ბაჩანა არაბული: იმედია, ამ ერთ მატჩს მაინც მოვიგებთ

AutoSharing Option
დღეს, 7 ივლისს, 19:00 საათზე, ზესტაფონის "დავით აბაშიძეზე", ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში "სამტრედია" აზერბაიჯანულ "გაბალას" მიიღებს. პირდაპირ რეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" II არხი შემოგვთავაზებს. თამაშზე დასასწრები ბილეთების ფასი 3 და 5 ლარია.

- სამტრედია VS გაბალა - უპირველეს ყოვლისა, უკეთეს თამაში
- გაბალა-სამტრედია 5:1 - დიდი იმედგაცრუება [VIDEO]

საპასუხო მატჩის წინ "ლელო" იმერული გუნდის ფორვარდს, ბაჩანა არაბულს გაესაუბრა:

- პირველი შეხვედრის შედეგი იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, ძნელად ასახსნელია - შეკრებაზე კარგი სპარინგების შემდეგ მეტოქე ვერ შეაფასეთ თუ ელემენტარულად, "გაბალა" ერთი
თავით მაღლა იდგა?

- რაც მოხდა, ზუსტად ამის ახსნა ძნელია. ფაქტი ისაა, რომ თამაშის ასეთ დაწყებას არ ველოდით. მეტოქემ თავიდანვე აქტიურად შემოგვიტია, გოლებიც სწრაფად გაგვიტანა და აზრზე მოსვლა არ გვაცალა. საერთოდ, ობიექტურად რომ ვთქვათ, "გაბალაში" მაღალი კლასის ინდივიდუალისტები არიან და შეხვედრის ბედი სწორედ ამან გადაწყვიტა.

- ინდივიდუალიზმმა და არა მეტოქის გუნდურმა თამაშმა?
- დიახ, სწორედ ინდივიდუალიზმმა და ამაში დარწმუნებული ვარ. მათ კარგად ითამაშეს, მაგრამ ჩვენ იმდენად ბავშვური შეცდომები დავუშვით, ნამდვილად არ გვეკადრებოდა. პლუს ამას, "გაბალას" ჩვენზე ბევრად გამოცდილი ფეხბურთელებიც ჰყავს.

- სხვათა შორის, "გაბალა" ცენტრალურმა მცველმა სტანკოვიჩმა დატოვა. თქვენი აზრით, ეს სტუმართა უკანა ხაზის თამაშზე გავლენას მოახდენს?
- სტანკოვიჩის წასვლა ჩვენთვის კარგი ამბავია, რადგან ის "გაბალას" დაცვის შეუცვლელი მოთამაშე იყო და ზოგადად - გუნდში ერთ-ერთი საუკეთესოც. იმედია, სტუმრებს მისი არყოფნა დაეტყობათ.

- ძნელი წარმოსადგენია, ბუქარესტის "დინამო" და სოლიდური ალბანური გუნდი გაანადგურო და "გაბალასთან" 1:5 დამარცხდე...
- შეკრებაზე უფრო თავისუფლად ვთამაშობდით, ბაქოში კი ბურთის კარამდე მიტანა ვერ მოვახერხეთ. ესეც იყო მიზეზი, რის გამოც პირადად მე მომენტი ვერ შევქმენი. უფრო ხშირად დაცვას ვეხმარებოდი, ამან კი დიდი ენერგია წამართვა. ეს არ იყო ჩვენი ფეხბურთი, "სამტრედია" შემტევი გუნდია და სამწუხაროდ, ამ მხრივ, თავი ვერ გამოვიჩინეთ.

- საპასუხო მატჩს მაინც იმედით ელით?
- მოდი, გულახდილად ვთქვათ - შემდგომ ეტაპზე გასვლის შანსი მინიმალურია. "გაბალამ" იმხელა სხვაობით გვაჯობა, ამის აღმოფხვრა ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ ჩვენთვის მინიმუმი ამ თამაშის მოგება იქნება. თუ დიდი ანგარიშით დავამარცხეთ, მით უკეთესი. თამაში გამოაჩენს, ჩვენი სურვილი რეალურია თუ არა.

- თქვენი აზრით, თამაშის ზესტაფონში დანიშვნა სწორი იყო?
- ალბათ, გამართლებულია. მართალია, თბილისში თამაშს თავისი პლუსები ექნებოდა, მაგრამ ზესტაფონის სტადიონი პატარაა, სამტრედიიდან კი ხალხი ჩამოვა და ფანობა იქაურ ტრიბუნაზე უფრო გამოჩნდება, ვიდრე თბილისში "მიხეილ მესხის" დიდ სტადიონზე. ვიცით, რომ სამტრედიელები ზესტაფონში ჩამოსვლას აპირებენ. მათი თანადგომა ჩვენთვის ბევრს ნიშნავს და იმედია, ხასიათს არ გავუფუჭებთ.

- ჯერაც უცნობია მიზეზი, რის გამოც თბილისის "დინამო" დატოვეთ. მწვრთნელს არ მოსწონდით თუ თავად გსურდათ წამოსვლა?
- შეიძლება ითქვას, ორივე ერთად.

- არადა, ძლივს ფორმაში შეხვედით...
- მიჭირს ამაზე ლაპარაკი... ფაქტი ის არის, რომ ჯერ კიდევ ჩემპიონატის დასრულებამდე 3 კვირით ადრე იარაბეკთან შეხვედრა მსურდა, რომ გამეგო, რას ფიქრობდა ჩემთან დაკავშირებით. მითხრეს, რომ არ მოვწონდი და "სამტრედიაში" იჯარით წასვლა თავად მოვითხოვე. მადლობა "დინამოს", რომ ხელი არ შემიშალა.

- "დინამოს" შემდეგ სხვა ქართულ გუნდში გადასვლა ძნელია. მსგავსი პირობები არცერთ კლუბს არ აქვს...
- "სამტრედიაში" გადმოსვლას სულაც არ ვნანობ, რადგან მოვხვდი ნიჭიერი ფეხბურთელების გუნდში, რომელსაც გია ცეცაძე ავარჯიშებს - მწვრთნელი, რომელმაც გამზარდა და დიდ ფეხბურთში გამომაჩინა. ასეთ მწვრთნელთან მუშაობა უფრო მიხარია, ვიდრე იმასთან, ვინც არ მენდობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
საბჭოთა კავშირის დროს იყო ქვეყნის უმაღლესი ლიგა,შემდეგ მოდიოდა საბჭოთა კავშირის პირველი ლიგა,შემდეგ საბჭოთა კავშიღის მეორე ლიგა,სადაც ქართველი გუნდები თამაშობდნენ,ასევე ტარდებოდა საქართველოს ჩემპიონატი,აი იმდროინდელი საქართველოს ჩემპიონატის დონისაა დღეს ჩვენი ჩემპიონატი,ზოგიერთი მატჩები იქ სანახაობრივად უკეთესი იყო ვიდრე დღესაა,ასე,რომ დასკვნა თქვენ თითონ გამოიტანეთ,ახლა უყურებ შირაქს და გორის დილას გამახსენდა საბჭოთა კავშირის დროინდელი საქართველოს ჩემპიონატი,იგივე დონე,ალბად სომხეთშიც ძალიან ცუდადაა საქმე,ჩვენსავით მინგრეულ,მონგრეულ სტადიონზე თამაშობენ,დღეს ეს რეალობაა,გაჩნდება ფული და გაიმართება ეკონომიკა,ფეხბურთიც და სხვა ბევრი რამეც გამოსწორდება,არა და ვიქნებით ამ წუმპეში სადაც ვართ,სამწუხაროა,მაგრამ რეალობა დღეს ასეთია.
roma
07 ივლისი 2016 18:05
0
გონს რომ მოვიდენ ფსიხოლოგი უნდატ ფსიხოლოგს ფული
შოთა გუგეშაშვილი
07 ივლისი 2016 16:25
0
გ.კ. აბა შენ ეგა თქვი, აზრზე ვერ მოდიან სად ბანაობენ. ისევ საქართველოს ჩემპიონატის თამაშზე გონიათ თავი. კაკლის ჩრდილში წამოწოლის დროს არავინ არ აძლევს ევროპა ლიგაზე.
კურდღელა
07 ივლისი 2016 15:32
0
ეგ არის პრობლემა მართო გორის დილას კი არა მთელი ქართული ფეხბურთის გონზე მოსვლა ვერ მოვასწარითო. გონზე მოსვლა თამაშის დაწყებამდე უნდა მოასწროთ თორე თქვენ რომ გონზე მოდიხართ თქვენი მაყურებელი სირცხვილისაგან უკვე ტელევიზორი სხვა არხზე აქვთ გადართული. რა თქმა უნდა დილას და ყველა ქართულ კლუბს წარმატებას უსურვებ მაგრამ მართლა გონზე მოდით ოღონდ თამაშის დაწყებამდე ბიჭებო.
გ.კ
07 ივლისი 2016 15:12
0
აგერაა ბურთი და აგერ მოედანი, გადი, ითამაშე, გაიტანე, აჯობე და მოიგე!
jarji21
07 ივლისი 2016 15:06
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული