19:47 07-07-2016
გორის "დილამ" გიუმრის "შირაქის" ბარიერი ვერ გადალახა [VIDEO]
AutoSharing Option
მატჩი პენალტების სერიაში მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა.
პირველი ტაიმი სომხების უპირატესობით წარიმართა, გორელები კი ძირითადად კონტრეშეტევებზე გადადიოდნენ, თუმცა თამაშის პირველი ნახევარი უგოლო ფრედ დასრულდა.
მეორე ტაიმში სიტუაცია არ შეცვლილა და მასპინძლები ისევ უტევდნენ, ხოლო "დილა" ძირითადად კარს იცავდა და კონტრშეტევებზე გადადიოდა.
მატჩის 83-ე წუთზე კი სომხებმა ანგარიშის გახსნა მოახერხეს. გატანილი გოლის ავტორი ვახან ბიჩახჩანი გახდა. საბოლოოდ მატჩის ძირითადი დრო "შირაქის" გამარჯვებით ანგარიშით 1:0 დასრულდა, რის შემდეგაც დამატებითი ტაიმები დაინიშნა.
დამატებული ტაიმები გოლების გარეშე დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში "შირაქმა" ანგარიშით 4:1 იმარჯვა და ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.
მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
ალექსანდრეს- ბოლოს როდის იყავი საკლუბო რაგბიზე გვითხარი ერთი, რა დონეცაა ის გუნდია და იმას თამაშობს, რატომ გაქვთ მოლოდინი ვერ ვხვდები, სანამ ეს თაობა არ შეიცვლება მანამდე ესე იქნება კიდევ 5 წელი, კობი მოვიდა და გვეშველება, ლოკო, საბურთალო, ეხლა უკვე ტორპედო, სამტრედია მერე რა რომ წააგო გაბალასთან, დინამო, ბათუმი, ეს გუნდები გაძლიერდებიან 2 სამ წელში და მერე ნახე, საბურთალოს ლომებიც გაიზრდებიან და გვეშველება
0
0
ეს არი ჰვენი ცინაპრების და საერტოდ ფეხბურტის სჰეურაცყოფა.მრცვნელი არაკვალიფიციური და მსჰიერი ფეხბურტელები.
0
0
დასამარდა ფეხბურთის ფედერაცია საქართველოში ვერ აკონტროლებენ ფეხბურთელებს. ყველა თამაში თუ არა და ყოველი მესამე ჩაწყობილია, სირცხვილი და თავის მოჭრა, ჩვენს ფეხბურთელებს და მთლიანად ყველას ვინც აქ უბრალოდ ფულის კეთებითაა დაკავებული დაკავებული, მეცოდებით თქვე ფულის მონებო!
0
0
როდესაც მწვრთნელს არა აქვს უმაღლესი განათლება, როდესაც შინაგანად არ არის ჩემპიონი (არაფერი არა აქვს მოგებული) - მას შედეგი არ ექნება. ჩამოაშორეთ ეს ოლიგოფრენები ფეხბურთს, რა კრიტერიუმებით აბარებთ გუნდის მართვას ამ უვიცებს. მაგრამ ხიდაშელი, რომ გეყოლება თავდაცვის მინისტრი და კალაძე ენერგეტიკის - ე.ი. გავაგრძელებთ თავისუფალ და მტკივნეულ ვარდნას!
0
0
შეხედავ ქაერთული გუნდების თამაშს და ფეხბურთი შეგზიზგდება, არა მარტო ინიტომ რომ დაბალი დონეა(მგონი ადრე სოფლის გუნდები უკეთეს ფეხბურთს თამაშობდნენ)თამაშის, ბრძოლის, სირბილის სურვილიც კი არა აქვთ.ერტი სიტყვით საქართველოში ფეხბურთი კაპუტ. გაუმარჯოს ქართულ რაგბის!!!
0
0
მეგობრებო! ქართველებო! გულშემატკივრებოოოო!! რაგუნდებიც გვყავს, რაჩემპიონატიც გვაქვს რადონეც არის ის შედეგი მივიღეთ, ფული თუ არ ჩაიდო, ინფრასტრუქტურა თუ არ გაუმჯობესდა, კვალიპიციური მწვრთნელები თუ არ გვეყოლა, ბავშვთა ფეხბურთს პირველ რიგში თუ არ მიეხედა ასე ვიბუქსავებთ და გავუთანაბრდებით, ფარერებს, მალტას და ასეთ მაჩანჩალა ქვეყნებს.. ფული უნდა ჩაიდოს აუცილებლად სხვანაირად ვერ განვვითარდებით, ყველა გუნდ უნდა ჰქონდეს თავისი ბავშვტა აკადემია.. ფეხბურთელმა თავი უნდა იგრძნოს ფეხბურთელად, რასაც ვთესავთ იმას ვიმკით! დრო მიდის ჩვენს გარდა ყველა ცდილობს რაღაცას ჩვენ კიდევ პირველივე ეტაპიდან ვეთიშებით ევრო-ასპარეზს! სახელმწიფომ ხელი თუ არ შეუწყო ფეხბურთის განვითარებასარაფერი გამოვა..
0
0
ფეხბურთი შემაზიზღეს
0
0
ფულის ჩადება აუცილებელია მაგრამ მთავარია ფულის სწორად ჭკვიანურად უნდა დაიხარჯოს.ამ პრინციპით თუ გაგრძელდა ყველაფერი რაც იხარჯება ისიც ზედმეტია ბოლო ბოლო კლასი არ გაქვს მარა ჟინი და მონდომება ხო უნდა დაინახოს მაყურებელმა
0
0
პრემიებს რისთვის არიგებენ ფედერაციაში, გეგმაზე მეტად შეასრულეს ყველაფერი ხო? რაღაც უნდა შეიცვალოს, შეურაცყოფაა ეს ქართული ფეხბურთის... კადრების ცვლილებას არ ვგულისხმობ, მეორე ხარისხოვანია ვინ იქნება სკამზე მთავარია სწორ მიმართულებას ვინ მისცემს ამ საქმეს...
0
0
ფაქთიურად ყვავის ფეხბურთი საქართველოში! :D ვაი რა დრო დაგვიდგა რა დონეზე დაეცა ქართული ფეხბურთი :((( უნდა აიკრძალოს საქართველოში ფეხბურთის თამაში და მთელი ძალები და ენერგია უნდა მოვახმაოდ სხვა სპორტის სახეობებს რაგბი, ძიუდო, კალათბურთი და ასე შემდეგ.... სადაც ქართველი სპორცმენები წარმატებულად და ჯიგრით ასპარეზობენ! ფუ ამათი სამარცხვინო ..... სულ დაეცნენ აღარაფრის რცხვენიათ ეს არაფრის მაქნისები..............
0
0
< წინა123შემდეგი >
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული