"საბურთალომ" ბულგარულ შეკრებაზე კორეელი ფეხბურთელი წაიყვანა

AutoSharing Option
"საბურთალომ" გარდამავალი ჩემპიონატისთვის მზადების პირველი ეტაპი დაასრულა და 11 ივლისს უცხოეთში გაემგზავრა. პაბლო ფრანკო მარტინის გუნდმა გეზი ბულგარეთისკენ აიღო, სადაც ქალაქ ბანსკოში ორი კვირის განმავლობაში მოემზადება.

მარტინის შეგირდები შეკრებაზე ოთხ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ. გუნდი ბულგარეთში 25 ფეხბურთელით გაემგზავრა:

მეკარეები: ოთო გოშაძე, ბექა ქურდაძე, გიორგი ჩოჩიშვილი;
მცველები: ნოდარ იაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე, გაგი მარგველაშვილი, ხოსე მანუელ კარასკო კორეა, თედორე გრიგალაშვილი, ცოტნე ნადარაია;
ნახევარმცველები: ელვინ ტერა, ირაკლი ბიძინაშვილი, ბექა გვარაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, გიორგი ხარაიშვილი, თომა ხუბაშვილი, შიმი, ირაკლი რუხაძე, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი კოხრეიძე,
ლუკა ლაკვეხელიანი;
თავდამსხმელები: გიორგი ფანცულაია, გიორგი ბუხაიძე, ანდრო სოფრომაძე, რატი ცაცკრიალაშვილი, გურამ გოშთელიანი.

მთავარმა მწვრთნელმა ჭაბუკთა გუნდიდან თომა ხუბაშვილსა და ლუკა ლაკვეხელიანს უხმო, რომლებმაც გასული სეზონი სტაბილურად ჩაატარეს.

მათ გარდა, ესპანელმა სპეციალისტმა შეკრებაზე შიმიც წაიყვანა. ის 1997 წელს დაბადებული კორეელი ფეხბურთელია, რომელიც "საბურთალოში" 2 თვე ვარჯიშობდა. ესპანელ მწვრთნელს სურს, შიმმა გუნდთან ერთად გაიაროს შეკრება, დააკვირდეს და ამის შემდეგ გადაწყვიტოს, დატოვოს თუ გაუშვას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთი თქვენ ხართ კიდევ რა, ვითომ ტალანტებს ზრდიან და კორეაში ეძებენ გამოსადეგარ ფეხბურთელებს
zviadi
20:34 12-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული