"წარმოგიდგენიათ, "გაბალას" ნახევარი ბიუჯეტით "სამტრედიას" რა გუნდი ეყოლებოდა?"

AutoSharing Option
"სამტრედია" ბოლნისის "სიონის" ნახევარმცველით გაძლიერდა. 23 წლის გიორგი (და არა გიული, როგორც ადრე იწერებოდა) მანჯგალაძე თავიდან ლუგანსკის "ზორიას" დუბლშემადგენლობაში გამოჩნდა. მაშინ ქართველი ნახევარმცველი 16 წლისა გახლდათ.

უკრაინული გუნდის შემადგენლობაში მან 5 სეზონი გაატარა და 2014 წელს "პოლტავაში" ჩაირიცხა, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა და საჩხერის "ჩიხურას" ფორმა მოირგო. ბოლო სეზონი ბოლნისის "სიონში" გაატარა, ხოლო ზაფხულში "სამტრედიაში" გადავიდა და ევროპალიგაზეც ითამაშა.

პირველი შეხვედრა მთლიანად გუნდმა ჩააგდო, მეორეში კი გამოჩნდა, რომ სამტრედიელებს საკმაოდ კარგი ფეხბურთელი შეუძენიათ - აქტიური, თამამი, ტექნიკური და აგრესიული თამაშით
მანჯგალაძე აზერბაიჯანელების დაცვას დიდ პრობლემებს უქმნიდა, მისთვის ბურთის ართმევას კი ვერ ახერხებდნენ.

რატომ გადაწყვიტა "სამტრედიაში" თამაში, როგორ აფასებს ქართულ ფეხბურთს, მის დადებით და უარყოფით მხარეებს... ამ ყველაფერზე გიორგი მანჯგალაძემ "ლელოსთან" საინტერესოდ ილაპარაკა...

- ცნობილია, რომ ბოლნისის "სიონის" ფეხბურთელებს "სამტრედიაზე" უკეთესი პირობები ჰქონდათ. ამიტომ იყო გასაოცარი, გუნდი რომ შეიცვალეთ...
- პირდაპირ გეტყვით: სხვა გუნდი რომ დაინტერესებულიყო, შესაძლოა, "სიონიდან" არ წავსულიყავი და უარი მეთქვა, რადგან ბოლნისში თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი - მწვრთნელი და ხელმძღვანელობა მენდობოდნენ.

მაგრამ სამტრედიაში დავიბადე, დედაც და მამაც იქაურები არიან და ორ წლამდე ამ რაიონში ვიზრდებოდი. მართალია, მერე ოჯახი თბილისში გადმოვიდა, მაგრამ იქაურობასთან უამრავი ნათესავი და ახლობელი მაკავშირებს და როცა გადასვლა შემომთავაზეს, სიამოვნებით დავთანხმდი.

ამას გარდა, გუნდის ევროპის ლიგაზე გამოსვლაც დიდი სტიმული იყო. ეს ნებისმიერი ფეხბურთელისთვის თავის გამოჩენისა და წინსვლის შანსია.

- მაგრამ წლეულს "სამტრედიამ" ეს შანსი ვერ გამოიყენა და "გაბალამ" ეს ეტაპი დიდი უპირატესობით გაიარა. თქვენი აზრით, ორრაუნდიან ბრძოლაში აზერბაიჯანელების დასამარცხებლად რა დააკლდა გუნდს?
- "გაბალა" ჩვენზე ძლიერი აღმოჩნდა - გინდ ასე თქვი და გინდ - ისე, ფაქტია და ამას ვერსად გავექცევით. მაგრამ იმდენადაც არ გვჯობდა, რომ 1:5 წაგვეგო. ბაქოში რამდენიმე საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ, მათ კი ერთი შეცდომაც არ გვაპატიეს.

ზესტაფონის შეხვედრაში გამოჩნდა, რომ "სამტრედიას" ბევრად მეტი შეეძლო - ეს აზერბაიჯანელებმაც აღნიშნეს. ჩვენ კი, უპირველესად, გამოცდილება დაგვაკლდა. "გაბალას" ფეხბურთელებმა შარშან ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშეს, ჩვენი ფეხბურთელების დიდი ნაწილი კი ევროთასებზე პირველად თამაშობდა. ეს ბევრს ნიშნავს. მაგრამ ბაქოში ორბურთიანი სხვაობითაც რომ წაგვეგო, საპასუხო შეხვედრაში ბრძოლა შესაძლებელი იქნებოდა.

- მარტო გამოცდილებით გაჯობათ "გაბალამ"?
- რა თქმა უნდა, სხვა ფაქტორებიც იყო. შემადგენლობაში სულ 2 აზერბაიჯანელი ჰყავდათ, დანარჩენები ლეგიონერები იყვნენ, ხოლო რამდენიმე მათგანი - საკმაოდ მაღალი დონისაც: სტანკოვიჩი, რიკარდიონიო, ჩვენი ნიკა კვეკვესკირი, ვიკსი, ოზობიჩი, ზენიოვი... რეალურად, თამაშის ბედი მათ გადაწყვიტეს, "სამტრედიას" კი ასეთი ფეხბურთელების ჩამოყვანის საშუალება არ გააჩნია.

ვიკსი ახალგაზრდულ "ჩელსიში" თამაშობდა და კარგი სკოლა და კლასი ეტყობოდა - 6 გოლიდან 4 მან გაგვიტანა.

სად აზერბაიჯანელების შესაძლებლობები და სად - ჩვენი?! ამით "გაბალა" არათუ "სამტრედიას", ბევრ უკრაინულ კლუბსაც კი სჯობს. მე რომ ლუგანსკის "ზორიაში" ვირიცხებოდი, მისი ბიუჯეტი 3-4 მილიონი დოლარი იყო. რომ იცოდეთ, ასეთი მდგომარეობაა უკრაინული კლუბების უმრავლესობაში, კიევის "დინამოს", "შახტარსა" და "დნიპროს" თუ არ ჩავთვლით. "გაბალას" კი წლეულს ბიუჯეტი სამჯერ შეუკვეცეს და ტიროდნენ, 5 მილიონი დოლარიღა დაგვიტოვესო.

წარმოგიდგენიათ, ამის ნახევარი ბიუჯეტით "სამტრედიას" რა გუნდი ეყოლებოდა?

- უკრაინასთან კავშირებს დღემდე ინარჩუნებთ?
- რა თქმა უნდა?! იქ ბევრი მეგობარი შევიძინე. გული მწყდება, რომ ვითარება ძალიან აირია. ფეხბურთელი 20 ათასს რომ იღებდა, ახლა ხელფასი 2 ათასამდე შეუმცირეს და ამასაც ვერ ურიგებენ. დონეცკის "მეტალურგი" გაკოტრდა, ხარკოვის "მეტალისტი" და დნეპროპეტროვსკის "დნიპრო" იმავე საფრთის წინაშე დგანან, ფეხბურთელები გარბიან და ჩემპიონატის დონეც საგრძნობლად დაეცა.

- მაგრამ ჩვენზე მაღალი დონის ჩემპიონატი მაინც აქვთ...
- იმიტომ, რომ უკრაინელებს, ასეთ მდგომარეობაშიც კი, ჩვენზე მეტი ფინანსები აქვთ.

- უკრაინაში ნათამაშები ფეხბურთელები პარალელებს ადვილად გაავლებთ - რა მიმართულებებში ჩამოვრჩებით უკრაინელებს?
- ფინანსებზე უკვე ვთქვი. მათი სავარჯიშო პირობებიც ბევრად უკეთესია. ორი წლის წინანდელი ევროპის ჩემპიონატის წყალობით ინფრასტრუქტურა უმაღლეს დონეზე მოაწყვეს. მიუხედავად იმისა, რომ დონეცკი და ლუგანსკი რუსებმა დაიკავეს, დანარჩენ ტერიტორიებზე ძალიან კარგი სტადიონები, ბაზები და მოსამზადებელი ცენტრები აქვთ. სათამაშო კომპონენტები რომ ავიღოთ, ფიზიკურ მომზადებაში აშკარა ჩამორჩენა გვაქვს, ეს კი თამაშის და, ჯამში, ეროვნული ჩემპიონატის დონეს განაპირობებს...

ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაზე დავკონკრეტდები: თუ ხარისხიანი მოედნები არ იქნება, გუნდი კარგად ვერ მოემზადება და სწრაფად თამაშს ვერ შეეჩვევა. ცუდი ფიზმომზადებითა და დაბალი ტემპით კი ქართულ გუნდებს ევროსარბიელზე ღირსეულად გამოსვლა ძალიან გაუჭირდებათ.

აქ დიდ დატვირთვებს მიუჩვევლები რომ ვართ, ჩამოვა საშუალო ევროპული დონის გუნდი და მოძრაობით მოგვიგებს. არადა, ჩვენთან ბევრი ნიჭიერი ბავშვია, რომელთაც ასეთი გარემო გასაქანს არ აძლევს.

- თქვენი აზრით, გარდამავალი ჩემპიონატის ფორმატი საერთო დონეს წაადგება თუ არაფერი შეიცვლება?
- ჩემი აზრით, 10-გუნდიან ჩემპიონატზე გადასვლა კარგი ნაბიჯი იყო და ჩემპიონატის დონეს აუცილებლად დაეტყობა, რადგან ყველა შეხვედრას მნიშვნელობა ექნება და ერთ ტურშიც ვერ დაისვენებ - ამით ეს ფორმატი 16-გუნდიანს ბევრად სჯობია. ბოლოს და ბოლოს, 10-გუნდიანი ჩემპიონატებია ჩვენზე ბევრად მდიდარ შვეიცარიაში, შოტლანდიასა და ავსტრიაში და მათ რითი ვჯობივართ?

მაგრამ აუცილებელია, რომ ჩემპიონობისთვის რამდენიმე გუნდმა იბრძოლოს და 4-5 თანაბარი გუნდი მაინც გვყავდეს. რეალურად, დონე მხოლოდ ასეთ შემთხვევაში აიწევს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
ისე ნუ იზამენ რომ ფეხბუღტი საერთოდ გულშემატკირის გარეშე დარჩეს.ფეხბურთს პოპულარიზაციას მარტო ფეხბურთელი ან გუდი არ უკეთებს..პირველ რიგში გულშემატკივარი..რომელსაც ..როგორც გამარჯვების სიხარულის ასევე წარუმატებლობის მიზეზებზე თავისი აზრის გამოთქმა უნდა..ეს ყველას ჭირდება ფეხბურთელსაც..გუნდსაც მტვარობასაც..და თვითონ გულშემატკივარსაც..ფეხბურთი რომ გვიყვარს ამიტომ გამოვთქვამთ აზრს როელიც ხან უარყოფითია ხან დადებითი..არა მინდავიფიქრო ისეთი რომ რომ როდესმე არავინ იქნება ამ აზრის გამომხატველი ქართულ ფეხბურთში...მარტო ფეხბურთელების და ფედერაციის საკუთრება არაა ჩვენი ფეხბურთი..ის ყველასია..და ყველამ უნდა გვაიზიროთ ერთმანეთის აზრი...მაგრამ ფხბურთელის ლანძრვა-გინება არ გვჭირდება...ან არის ფეხბურთელი ან არ არის..ასე უნდა დსაისვას საკითხი..უფრო ობიექტური ვიქნებით..ან არის გუნდი ან რაგაც აკლია..და თუ აკია იმაზე ვიფიქროთ რა და როგორი დახმარება ჭირდება...და არა გამუდმებით ლანძღვაზე..
bujanga
17 ივლისი 2016 20:14
0
konkretika mieci vis mimartav da gachveneb chvenshi chorikana vinaa. aq azrs afiqsirebs xalxi da replikebs jobia gagvacno sheni mosazreba
romandros
17 ივლისი 2016 10:59
0
Cotac acalet kaladzes meore archevnebic moigos da amboben samtredias minimum 8 milioni dolarit daapinansebso tanac kovel cells.... :-) :-) :-) :-D
Dato
17 ივლისი 2016 09:47
0
ზრდილობა იქონიე პატარავ და გოგონებში ვის გულისხმობ ეგეც დაწერე საერთოდაც უზრდელობაა ინტერნეტს ამოფარებული სიბილწე ფეხბურთზეა აქ მემგონი საუბარი და არა ვინმეს სქესზე.ეგეთები არცუნდა გაატაროს ადმინმა რადგაეს უკვე პირად ურთიერთობებში გადადის და საერთო არაფელიაქ სპორტთან და კიდე ბევრი ახალგაზრდა მინახია გოგონებს რო ასწრებს გინდ ჭორიკნობაში და გინდ სხვა მდაბიო ქცევის საქმეში ასე რო არამგონია ჭორიკნობა მარტო მანდილოსნების ჩვევა იყოს.
qutaiseli
17 ივლისი 2016 09:12
0
უი რამდენი პატარა ჭორიკანა გოგონების კომენტარების წაკითხვა ყოფილა აქ შესაძლებელი თურმე?
romandro
17 ივლისი 2016 00:12
0
ნახევარი ბიუჯეტის შემთხვევაში თქვენ დარჩებოდით უმუშევარი. ალბათ ცოტა უკეთეს ფეხბურთელებს მოიყვანდნენ. ცოტა უკეთესს, თორემ მაგათაც ხომ უნდა დარჩეთ ფული?
nika
16 ივლისი 2016 23:23
0
მე წელებზე ფეხს ვიდგამ, ბიუჯეტში ფულს ვიხდი და მკითხა ვინმემ მინდა თუ არა ჩემი ფულის ამ მიმართულებით მიმართვა, ან ვის ჭირდება ის უსახური ტელევიზია? მეორეცაა, გავა ეს 5 წელი და მერე?გამოდის ჩვენ უნდა ვაჭამოთ საქმეს რომელიც მომგებიანი არ არის? კეთილი ინებონ და დააინტერესონ ბიზნესი ამ საქმით და თუ ამას შეძლებენ ეგ იქნება საქმე და თუ არა ათასი პრობლემა აქვს ამ გასაცოდავებულ ქვეყანას ამის გარდა...
ivane
16 ივლისი 2016 23:11
0
გაორმაგებული გრძონა მაქვს ამ ბიჭის ინტერვიუ რომ წავიკითხე.

ეტყობა რომ ბევრი რამ ესმის, მაგრამ ბევრ რაიმეში არ /ვერ ერკევვა.
ფეხბურთელი რომ 10 კლუბიან პირველ და უმაღლეს ლიგებს მოიწონებს,ის უკვე არაა პროფესიონალი,რადგან 14 კლუბის ასეულობით მასზე არანაკლები ამბიციური ბიჭი უნდა გავიდეს ფეხბურთიდან, მაგრამ როცა თავი ქუდში აქვს,სხვისი რად უნდა უჭირდეს?

რაც შეეხება ბიუჯეტს - სამტრედია რომ კერძო კლუბი იყოს მისთვის სრულიად საკმარისი იქნებოდა სტაბილური 2 მილიონი დოლარი ბიუჯეტი ქართველი კონტიგენტით. იმ პირობით, თუკი ინფრასტრუქტურული პირობები მოწესრიგებული იქნებოდა (მაგრამ რადგან ის ჯიუტად რჩება სახელმწიფო კლუბად, იმყოფინონ ის რაცა აქვღთ და მორჩა) უახლოეს წლებში მეტი მაღალი ბიუჯეტი გაუმართლებელია რადგან მისი ამოღების შანსი არაა სანამ კლუბი ევროსარბიელზე რეალურ ადგილს არ დაიკავებს, რადგან ამის გარეშე არც უეფას ფულები წამოვა და ვერც სატრანსფერო ბაზარზე დიდად ხეირიანად ვინმეს გაყიდის.

და ბოლოს საქართველოს ჩემპიონობისათვის 4-5 თანაბარი კლუბი რომ იყოს დინამოს უნდა შეუკვეცო ბიუჯეტი, რადგან სხვების ბიუჯეტების ზრდა არ ხდება უკევ ზემოთ ხსენებული მიზეზთა გამო.
Jango
16 ივლისი 2016 22:40
0
რომ ბაქიაობტ ტამაშამდე, ცალკე ტრინერბი და ცალკე ფეხბურტელები, უტხარიტ ხალხს სიმარტლე არ ვარტ ჩვენ პროფესიონალები და ნურც შედეგს გვტხოვტ და არც ხალხი მოიტხოვს შედეგს ტქვენგან, არა სერიოზული ხალხი და სიაფანტები ხარტ, ტამაშის მერე იწყებტ მაყუტზე საუბარს, უტხარიტ ხალს სიმარტლე ჩვენ დაბალი ხელფასიანი ფეხბურტელები ვარტ და ამ ხელფასიტ მეტს ვერ ვარჯიშოთ, წადიტ სახლში ტუარ მოგწონს ეგ ხელფასი და იტამაშებენ მაგ ტანხად ახალგაზდები, ოჯახები გვყავსო რომ იდზახიტ, გმერტმა გაუმარჯოს ტქვენ ოჯახს, ტქვენ კი ან გაინდზერიტ ან წადიტ და სვა საქმე ნახეტ რომ არჩინოტ ოჯახი, საქარტველოს ფეხბურტი არის ფეხზე დასაყენებელი და გამოცდილი და პატრიოტი ხალხი ჩირდება და არა ტქვენაირი.
kaxa
16 ივლისი 2016 22:04
0
გიორგი მანჯგალაძე: ...ფიზიკურ მომზადებაში აშკარა ჩამორჩენა გვაქვს, ეს კი თამაშის და, ჯამში, ეროვნული ჩემპიონატის დონეს განაპირობებს... ცუდი ფიზმომზადებითა და დაბალი ტემპით კი ქართულ გუნდებს ევროსარბიელზე ღირსეულად გამოსვლა ძალიან გაუჭირდებათ. აქ დიდ დატვირთვებს მიუჩვევლები რომ ვართ, ჩამოვა საშუალო ევროპული დონის გუნდი და მოძრაობით მოგვიგებს. არადა, ჩვენთან ბევრი ნიჭიერი ბავშვია, რომელთაც ასეთი გარემო გასაქანს არ აძლევს... მაგრამ აუცილებელია, რომ ჩემპიონობისთვის რამდენიმე გუნდმა იბრძოლოს და 4-5 თანაბარი გუნდი მაინც გვყავდეს. რეალურად, დონე მხოლოდ ასეთ შემთხვევაში აიწევს.
სირბილის სწავლების ცენტრი
16 ივლისი 2016 18:42
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული