შეგახსენებთ, რომ გუშინ, 12 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "დინამო არენაზე" თბილისურმა გუნდმა "ალაშკერტს" 2:0 მოუგო, ქვილითაიამ კი თავი გოლით გამოიჩინა.
მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე "ალაშკერტის" მთავარმა მწვრთნელმა ქვილითაიასადმი სიმპატია გამოხატა და აღნიშნა, რომ სიამოვნებით იხილავდა მას თავის გუნდში.
- დინამო-ალაშკერტი 2:0 - უფრო შემქმნელი, მრავალფეროვანი და საშიში [VIDEO+PHOTO]
- "ალაშკერტის" მწვრთნელი: მეტი ხალხი უნდა ესწრებოდეს მატჩს, ეს ხომ ჩემპიონთა ლიგაა?!
"მთლიანობაში, კარგი მატჩი გამოვიდა.
ორი განსხავებული ტაიმი გამოვიდა: პირველი ტაიმი ალბათ მაინც ახალი სეზონის, პირველი ოფიციალური თამაშის და, რა თქმა უნდა, ევროთასების მღელვარების გამო იყო შედარებით უფრო სუსტი.
სასიამოვნოა, როცა მეტოქე გუნდის მწვრთნელი შენზე დადებითად საუბრობს და მიხარია, რომ მაქო.
სომხეთში კარგი უპირატესობით ჩავდივართ, მაგრამ მთავარი ბრძოლა ჯერაც წინაა და მოდუნების საშუალება არ უნდა მივცეთ საკუთარ თავს.