გიორგი ქვილითაია: მთავარი ბრძოლა ჯერ წინაა და არ უნდა მოვდუნდეთ!

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ ერევნის "ალაშკერტთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 12 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "დინამო არენაზე" თბილისურმა გუნდმა "ალაშკერტს" 2:0 მოუგო, ქვილითაიამ კი თავი გოლით გამოიჩინა.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე "ალაშკერტის" მთავარმა მწვრთნელმა ქვილითაიასადმი სიმპატია გამოხატა და აღნიშნა, რომ სიამოვნებით იხილავდა მას თავის გუნდში.

- დინამო-ალაშკერტი 2:0 - უფრო შემქმნელი, მრავალფეროვანი და საშიში [VIDEO+PHOTO]
- "ალაშკერტის" მწვრთნელი: მეტი ხალხი უნდა ესწრებოდეს მატჩს, ეს ხომ ჩემპიონთა ლიგაა?!

"მთლიანობაში, კარგი მატჩი გამოვიდა.
რაც მთავარია, დამაჯერებლად მოვიგეთ.

ორი განსხავებული ტაიმი გამოვიდა: პირველი ტაიმი ალბათ მაინც ახალი სეზონის, პირველი ოფიციალური თამაშის და, რა თქმა უნდა, ევროთასების მღელვარების გამო იყო შედარებით უფრო სუსტი.

სასიამოვნოა, როცა მეტოქე გუნდის მწვრთნელი შენზე დადებითად საუბრობს და მიხარია, რომ მაქო.

სომხეთში კარგი უპირატესობით ჩავდივართ, მაგრამ მთავარი ბრძოლა ჯერაც წინაა და მოდუნების საშუალება არ უნდა მივცეთ საკუთარ თავს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ქართულიბფეხბურთი არის პიარი მეტი არაფერი, აპიარებენ გაყიდვა უნდათ
0
რომელ ბრძოლაზე ლაპარაკობს? სტადიონზე რომ დადიოდა? რაც ბურთი მიიღო ყველა დაკარა, არა სისწრაფე არა ტექნიკა არა ინდივიდუალიზმი, ესეთებს რომ გონიათ მაგალი დონის არიან იმიტომ არასდროს განვითარდენა საქართველოში ფეხბურთი, პს... ნაკრებშიც ნაცნობობით მოხვდა და ეგრევე თავში აუვარდა
Guja
12:54 14-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული