ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამამ და ჩემპიონატის ახლებურმა ფორმატმა მის მიმართ ინტერესი გაზარდა. ყველა დაძაბული ბრძოლებისთვის ემზადება. კლუბები ბიზნესის მიზიდვას ცდილობენ. მაგალითად, ქუთაისის "ტორპედოს" აყვანა ორ კერძო ჯგუფს სურდა, რაც ჩვენს რეალობაში უჩვეულო ამბავია. კერძო ჯგუფებთან მოლაპარაკება უმაღლესი ლიგის ლამის ყველა კლუბმა დაიწყო და, როგორც შევიტყვეთ, პირველ და მეორე ლიგებშიც საკმაოდ დიდი აჟიოტაჟია.
საფეხბურთო კლუბ "გაგრას" პრეზიდენტი ბესიკ ჩიხრაძე მიიჩნევს, რომ ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა უვადო უნდა იყოს.
"სახელმწიფო პროგრამის ამოქმედება მაიმედებს. ჩემპიონატის ახალი ფორმატიც
მაგრამ სახელმწიფომ ფეხბურთსა და სპორტს ისე უნდა შეხედოს, როგორც ინვესტიციას ერის მომავალში. ამიტომ, ეს ხუთწლიანი კი არა, მუდმივი პროგრამა უნდა იყოს. ევროპაშიც ასეა - სახელმწიფო ფეხბურთსა და სპორტს ამა თუ იმ ფორმით ყველგან ეხმარება", - ამბობს ჩიხრაძე.
მისი აზრით, ფეხბურთის კომერციალიზაციას საერთო მდგომარეობა განაპირობებს:
"გლობალურად რომ ვილაპარაკოთ, ჩვენი მიზანი ამ სფეროში ბიზნესის მასობრივი შემოსვლაა. მაგრამ არარეალურად მიმაჩნია, რომ უახლოეს წლებში საქართველოში ფეხბურთი მომგებიანი გახდეს. ამას 5-წლიანი პროგრამა არ ეყოფა, ბევრად მეტი დრო და შრომა დაგვჭირდება.
საერთოდ, ფეხბურთი მომგებიანი მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია და ილუზიაში არავინ ჩავარდეს, რომ მათ მალე დავეწევით. იმიტომ, რომ ეს სახეობა ქვეყნისა და ეკონომიკის მდგომარეობაზე მჭიდროდაა მიბმული.
მომგებიანი კი ფეხბურთი მაშინ გახდება, თუ წელიწადში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 20-25 ათას დოლარამდე გაიზრდება".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
შექმენით სააქციო საზოგადოებები და მსურველი თვითონ დააფინანსებს სასურველ კლუბს.
ფეხბურთში ბიზნესის მოზიდვა გაადვილდება, როდესაც ფეხბურთელის მოსამზადებლად, ძმაკაცების ნაცვლად, მცოდნე მწვრთნელები დასაქმდებიან (რომლებიც არასასურველი შედეგის ჩვენების შემთხვევაში სოლიდურ ჯარიმას გადაიხდიან).
ტექნიკური და ფიზიკურად ბუნებრივად ძლიერი ქართველი ფეხბურთელის ვერგამოყენების შემთხვევაში მწვრთნელებს დროებით უნდა შეუჩერდეთ უფლებამოსილება და მოხდეს მათი გადამზადება.
ქართველი ფეხბურთელის თვითრეალიზაციისათვის ასწავლეთ მათ აზროვნების და მოძრაობის ოპტიმიზაცია და მათი სატრანსფერო ფასი 1 მილიონი ევროდან დაიწყება.
ამის შემდეგ ქართული ფეხბურთი გახდება მომგებიანი და სახელმწიფოს იქეთ დაეხმარება!
რამდენიმე წელია ფედერაციაში მიტანილი მაქვს მოკლევადიანი პროექტი, მაგრამ მისი შემოწმება დღემდე ვერ განხორციელდა.
ეს პროექტი სახელმწიფო ფულის გამოყენებას გამორიცხავს და ფეხბურთის მომგებიან სფეროდ გადაქცევას რამდენიმე თვეში უზრუნველყოფს. თუ შედეგი გჭირდებათ გამოიყენეთ!