ბესიკ ჩიხრაძე: ფეხბურთი მომგებიანი რომ გახდეს, ამას 5-წლიანი პროგრამა არ ეყოფა

AutoSharing Option
ფოტოზე: ლევან კობიაშვილი და ბესიკ ჩიხრაძე
ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამამ და ჩემპიონატის ახლებურმა ფორმატმა მის მიმართ ინტერესი გაზარდა. ყველა დაძაბული ბრძოლებისთვის ემზადება. კლუბები ბიზნესის მიზიდვას ცდილობენ. მაგალითად, ქუთაისის "ტორპედოს" აყვანა ორ კერძო ჯგუფს სურდა, რაც ჩვენს რეალობაში უჩვეულო ამბავია. კერძო ჯგუფებთან მოლაპარაკება უმაღლესი ლიგის ლამის ყველა კლუბმა დაიწყო და, როგორც შევიტყვეთ, პირველ და მეორე ლიგებშიც საკმაოდ დიდი აჟიოტაჟია.

საფეხბურთო კლუბ "გაგრას" პრეზიდენტი ბესიკ ჩიხრაძე მიიჩნევს, რომ ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა უვადო უნდა იყოს.

"სახელმწიფო პროგრამის ამოქმედება მაიმედებს. ჩემპიონატის ახალი ფორმატიც
მომწონს და ისიც მახარებს, რომ კერძო ჯგუფები ფეხბურთით დაინტერესდნენ. ერთიან ფონდში იმ თანხების აკუმულირება მოხდა, რაც ფეხბურთში ისედაც იხარჯებოდა.

მაგრამ სახელმწიფომ ფეხბურთსა და სპორტს ისე უნდა შეხედოს, როგორც ინვესტიციას ერის მომავალში. ამიტომ, ეს ხუთწლიანი კი არა, მუდმივი პროგრამა უნდა იყოს. ევროპაშიც ასეა - სახელმწიფო ფეხბურთსა და სპორტს ამა თუ იმ ფორმით ყველგან ეხმარება", - ამბობს ჩიხრაძე.

მისი აზრით, ფეხბურთის კომერციალიზაციას საერთო მდგომარეობა განაპირობებს:

"გლობალურად რომ ვილაპარაკოთ, ჩვენი მიზანი ამ სფეროში ბიზნესის მასობრივი შემოსვლაა. მაგრამ არარეალურად მიმაჩნია, რომ უახლოეს წლებში საქართველოში ფეხბურთი მომგებიანი გახდეს. ამას 5-წლიანი პროგრამა არ ეყოფა, ბევრად მეტი დრო და შრომა დაგვჭირდება.

საერთოდ, ფეხბურთი მომგებიანი მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია და ილუზიაში არავინ ჩავარდეს, რომ მათ მალე დავეწევით. იმიტომ, რომ ეს სახეობა ქვეყნისა და ეკონომიკის მდგომარეობაზე მჭიდროდაა მიბმული.

მომგებიანი კი ფეხბურთი მაშინ გახდება, თუ წელიწადში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 20-25 ათას დოლარამდე გაიზრდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
შენ სახელად ირაკლი, თავი დაანებე ქართულ ფეხბურთს, კალათბურთს . რაგბის, ჭიდაობას, ჭყალბურთს, ჩოგბურთს, ხელბურთს, და წადი და არც არჩევნებზე იარო, არც რამეზე იფიქრო და რა თქმა უნდა შენთვის სამშობლოსათვის შვილების გაზრდა, და თუ ნსაჭირო შეიქმნა მისთვის თავის გაწირვაზე ლაპარაკიც უაზრობაა, რადგან ადამიანი ოჯახში ისმენს გამარჯვებებს და ერის სიყვარულით იზრდება. ყველა ქართველმა გაიხაროს ვისაც სამშობლოსთვის სპორტიც ესახება იდეოლოგიად.
ქართლოსი ქუთაისიდან
12:11 17-07-2016
0
აბა კობი, რა გააკეტე იმის ხაფასური ხალხის ფულები რომ მიგაქვტ,,,. ანგარიცი ხალხს ყოველ ტვეს,,,,,.
0

სიახლეები პოპულარული