გასვლის შემთხვევაში - თბილისის "დინამოს" შესაძლო მეტოქეები ჩემპიონთა ლიგაზე

AutoSharing Option
ხვალ, 15 ივლისს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართება. კენჭისყრა თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.

ამ სტადიიდან ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში იმ ქვეყნების ვერცხლისმედალოსნები ერთვებიან, რომელთა ჩემპიონატები უეფას რეიტინგში მე-7-მე-15 ადგილებს იკავებს და ასევე, საფრანგეთის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი.

ამას გარდა, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს ის 17 გუნდი, რომლებიც მეორე საკვალიფიკაციო ეტაპს წარმატებით დაძლევენ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამომ" მეორე საკვალიფიკაციოს პირველი მატჩი ერევნის "ალაშკერტს" ანგარიშით 2:0 მოუგო და განმეორებითი მატჩი 19 ივლისს ელის. წარმატების მიღწევის შემთხვევაში, 17 გუნდიდან ერთ-ერთი
სწორედ საქართველოს ჩემპიონი იქნება.

- დინამო-ალაშკერტი 2:0 - უფრო შემქმნელი, მრავალფეროვანი და საშიში [VIDEO+PHOTO]

კენჭისყრის დაწყებამდე გუნდები ორ ჯგუფად დაიყოფიან - განთესილებად და განუთესავებად. განთესილ გუნდს მეტოქედ განუთესავი შეხვდება. საქართველოს ჩემპიონი განუთესავთა ჯგუფშია და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, მისი შესაძლო მეტოქეები იქნებიან:

ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი)
პლზენი (ჩეხეთი)
ლიეპაია (ლიტვა)-ზალცბურგი (ავსტრია) - გამარჯვებული (პირველი მატჩი 0:1)
სელტიკი (შოტლანდია)-ლინკოლნი (გიბრალტარი) - გამარჯვებული (0:1)
აპოელ (კვიპროსი)-ნიუ სეინტსი (უელსი) - გამარჯვებული (0:0)
სიკ (ფინეთი)-ბატე (ბელარუსი) - გამარჯვებული (0:2)
ლეგია (პოლონეთი)-ზრინსკი (ბოსნია) - გამარჯვებული (1:1)
დინამო (ხორვატია)-ვარდარი (მაკედონია) - გამარჯვებული (2:1)
მლადოსტი (ჩერნოგორია)-ლუდოგორეცი (ბულგარეთი) - გამარჯვებული (0:2)
კოპენჰაგენი (დანია)-კრუიზედერსი (ჩრდ. ირლანდია) - გამარჯვებული (3:0)

- ჩემპიონთა ლიგა. II საკვალიფიკაციო. I მატჩები: "კოპენჰაგენი" თითქმის გასულია
მკითხველის კომენტარები / 30 /
როგორც მახსოვს ბატეს მოვუგეთ გასულ ზამთარს 2-0 და ლეგიასან 1-1 ვითამაშეთ ახლახანს, თან ვინც უყურა თამაშს ნახავდა რომ სახე გავახიეთ, ასე რომ ნურც დინამო ნუ გგონიათ დაბალი ღობე, ხუმრობით ვიტყვი რომ დიდი ჩუმჩუმელა ჩათლახები არიან. :D
რეზო
20:00 14-07-2016
0
კაი ერთი ,ლუდოგორეცის გუნდობასაც რა ვუთხარი დ რტო უნდა იყოს გასაკვირი რომლუდოგორეციმისლამიმ გამოაგდო ან პირიქით.მე ის ამიხსენით ვინმემ ეს განთესილი დ განუთესავი რას ნიშნავს,განთესილი რო იყო ეგ უკეთესია თუ პირიქით?
bacho
21:00 14-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული