წილისყრა: თბილისის "დინამოს" სავარაუდო მეტოქეები ჩემპიონთა ლიგაზე ცნობილია

AutoSharing Option
15 ივლისს შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.

თბილისის "დინამოსა" და ერევნის "ალაშკერტს" (პირველი მატჩი 2:0) შორის გამარჯვებულის მეტოქე ზაგრების "დინამოსა" და მაკედონიურ "ვარდარს" შორის გამარჯვებული იქნება. პირველი მატჩი ზაგრების "დინამომ" სტუმრად ანგარიშით 2:1 მოიგო.

მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას თბილისის "დინამო" "ალაშკერტის" ბარიერის დაძლევის შემთხვევაში სტუმრად გამართავს.

პირველი მატჩები 26/27 ივლისს გაიმართება, ხოლო საპასუხოები - 2/3 აგვისტოს.
მკითხველის კომენტარები / 48 /
რა არ გაგიმართლა სელტიკს გიბრალტარული ტურნეთი ნუ აფასებთ, თუ ოლიმპიაკოსია დამწყები და შეუთამაშებელი გუნდი? არც ლეგია (ან უელსელების გუნდი) ან აპოელის სუსტი, ასევე აგვცდა რუსენბურგი, კოპენჰაგენი, ბატე, ლუდოგორეცი, მოკლედ თუ რაიმე პრეტენზია აქვს დინამოს უნდა გავიდეს მე-4 ეტაპზე
mdaaa...
15 ივლისი 2016 14:41
0
ყველაზე ძლიერი არაა მაგრამ ჩვენთვის მგონია ყველაზე უხერხული. სასწაული სისწრაფეებით თამაშობენ, არც ტექნიკა დაეწუნებათ. მოკლედ ძალიან გაუჭირდება დინამოს... მაგრამ ამათ თუ გაცდნენ რისი შანსიც 10-15%-ია პლეიოფში ამათზე ძლიერი აღარ შეგვხვდება
მინდია
15 ივლისი 2016 14:40
0
ყველაზე მისღები ვარიანტი იყო სელტიკი
andro
15 ივლისი 2016 14:38
0
არ გაგვიმართლა ყველაზე ძლიერი დაგვეჯახა. მაგრამ ჯერ მტავარია გავიდეთ და მოვუგოთ სომხებს.
kaxa
15 ივლისი 2016 14:29
0
არ გაგვიმართლა ყველაზე ძლიერი დაგვეჯახა. მაგრამ ჯერ მტავარია გავიდეთ და მოვუგოთ სომხებს.
kaxa
15 ივლისი 2016 14:28
0
შანსი 10 პროცენტია! მაქსიმუმ
andro
15 ივლისი 2016 14:25
0
მშვიდობით ჩემპიონთა ლიგა
lasha
15 ივლისი 2016 14:24
0
ანუ ზაგრების დინამო რა
dinamo
15 ივლისი 2016 14:16
0

სიახლეები პოპულარული