თბილისის "დინამოსა" და ერევნის "ალაშკერტს" (პირველი მატჩი 2:0) შორის გამარჯვებულის მეტოქე ზაგრების "დინამოსა" და მაკედონიურ "ვარდარს" შორის გამარჯვებული იქნება. პირველი მატჩი ზაგრების "დინამომ" სტუმრად ანგარიშით 2:1 მოიგო.
მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას თბილისის "დინამო" "ალაშკერტის" ბარიერის დაძლევის შემთხვევაში სტუმრად გამართავს.
პირველი მატჩები 26/27 ივლისს გაიმართება, ხოლო საპასუხოები - 2/3 აგვისტოს.