წილისყრა: თბილისის "დინამოს" სავარაუდო მეტოქეები ჩემპიონთა ლიგაზე ცნობილია

AutoSharing Option
15 ივლისს შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.

თბილისის "დინამოსა" და ერევნის "ალაშკერტს" (პირველი მატჩი 2:0) შორის გამარჯვებულის მეტოქე ზაგრების "დინამოსა" და მაკედონიურ "ვარდარს" შორის გამარჯვებული იქნება. პირველი მატჩი ზაგრების "დინამომ" სტუმრად ანგარიშით 2:1 მოიგო.

მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას თბილისის "დინამო" "ალაშკერტის" ბარიერის დაძლევის შემთხვევაში სტუმრად გამართავს.

პირველი მატჩები 26/27 ივლისს გაიმართება, ხოლო საპასუხოები - 2/3 აგვისტოს.
მკითხველის კომენტარები / 48 /
დინამოს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია,არ გვაინტერესებს დინამო ზაგრები და სელტიკები რა.
0
უფრო ძლიერიც შეიძლებოდა და უფრო სუსტიც მეტოქედ.ხელწამოსაკრავი გუნდი არაა ზაგრების დინამო ჯგუფებში თამაშის გამოცდილება აქვს თან,მაგრამ დინამომ უნდა დაამტკიცოს რომ შეუძლია შემდეგ ეტაპზე გასვლა.ისე ალაშკერტს ერევანშიც უნდა მოუგონ ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაში დიდი შეცდომა იქნება პირველ ტაიმში გოლი უნდა გაიტანონ და ალაშკერტის საქმე წასულია მერე.
bebeto
17:57 15-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული