ფეხბურთელის აგენტ მარკო ნალეტილიჩის თქმით, ხორვატი ფორვარდი კარიერას ტურინის "იუვენტუსში" გააგრძელებს. მისივე თქმით, პიაცას "მილანი" ეპატიჟებოდა, მაგრამ მას ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს.
"იყო "მილანის" ვარიანტი, მაგრამ მარკომ არჩევანი "იუვენტუსის" სასარგებლოდ გააკეთა, რადგან ეს გუნდი მას ძალიან კარგად იცნობს. ტურინელები პიაცას 4 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. მათ ბევრჯერ მოიგეს სკუდეტო და ჩემპიონთა ლიგაზეც სტაბილურად ასპარეზობენ, ამიტომ არჩევანი სწორედ ამ კლუბზე გაკეთდა. თანაც, მარკოს აზრით, ის შეძლებს ტურინული გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებას.
გასულ სეზონში პიაცამ "დინამოს" შემადგენლობაში ჩატარებულ 41 შეხვედრაში თავი 12 გატანილი გოლით გამოიჩინა. გარდა ამისა, მან ევროპის ჩემპიონატზე ხორვატიის ნაკრების შემადგენლობაში 100 წუთი ითამაშა და ერთ-ერთ აღმოჩენადაც იქცა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, თბილისის "დინამოს" პოტენციური მეტოქე სწორედ ზაგრების "დინამოა".
ასევე იხილეთ:
- წილისყრა: თბილისის "დინამოს" სავარაუდო მეტოქეები ჩემპიონთა ლიგაზე ცნობილია