შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველ დაპირისპირებაში, რომელიც თბილისში გაიმართა, "დინამომ" ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა.
- დინამო-ალაშკერტი 2:0 - უფრო შემქმნელი, მრავალფეროვანი და საშიში [VIDEO+PHOTO]
კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, "დინამო" სომხეთის დედაქალაქს სრული შემადგენლობით 17 ივლისს ეწვია და სასტუმრო Radisson BLU-ში დაბინავდა.
დღეს დილით იურაი იარაბეკის გუნდმა მოთელვითი ვარჯიში ჩაატარა, საღამოს 19:00 სთ-იდან კი ვაზგენ სარგსიანის სახელობის რესპუბლიკურ სტადიონზე მატჩისწინა წვრთნას გამართავს. დღესვე გუნდების მწვრთნელები პრესკონფერენციაზე
"ალაშკერტი"-"დინამოს" საპასუხო შეხვედრა 19 ივლისს, 19:00 სთ-ზე დაიწყება და მას შვედ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი 31 წლის მოჰამედ ალ-ჰაკიმი იქნება. მას ასისტენტობას დანიელ გუსტავსონი და პეტერ მაგნუსონი გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კასპარ სიობერგი შეასრულებს. უეფას დელეგატი რუმინელი პაულ დანიელ ზაქარია იქნება, ხოლო მსაჯთა დამკვირვებელი - უკრაინელი იგორ იშენკო.
რაც შეეხება მოედნის ხედვას, აზროვნებას, ბურთის ფლობას და ა. შ. ფეხბურთის მწვრთნელმა უნდა ასწავლოს და არა ფიზმომზადების მწვრთნელმა (თუმცა ჩემთან მომზადებული ფეხბურთელები თავისი გუნდელებისგან ამ კომპონენტებშიც გამოირჩევიან, რადგან მეთოდი სწრაფი აზროვნების განვითარებას, ზუსტი პასის და კარში დამიზნებით დარყმის გაუმჯობესებასაც უწყობს ხელს).