იურაი იარაბეკი: ფრე გვაწყობს, მაგრამ გოლის გასატანად გავალთ მოედანზე!

AutoSharing Option
დღეს, 18 ივლისს, სომხეთის დედაქალაქ ერევანში ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონის მედია დარბაზში თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა პრესკონფერენცია გამართა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 19 ივლისს, უმაღლესი ლიგის ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩს სტუმრად ერევნის "ალაშკერტთან" გამართავს. გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა თბილისში დინამოელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

- დინამო-ალაშკერტი 2:0 - უფრო შემქმნელი, მრავალფეროვანი და საშიში [VIDEO+PHOTO]

"აქ ძალიან კარგი უპირატესობით ჩამოვედით, მაგრამ "ალაშკერტის" სახით კარგ გუნდს ვეთამაშებით. ისინი ეცდებიან პირველ 20-30 წუთში გაგვიტანონ გოლი, რისთვისაც მზად
უნდა ვიყოთ. ჩვენი მიზანი შემდეგი ეტაპის საგზურია, აქედან გამომდინარე გვმართებს ხარისხიანი ფეხბურთის თამაში.

ვფიქრობ, თბილისში საქმის 60% უკვე გავაკეთეთ.

მეტოქე გუნდს ძალიან დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ამ ბარიერის გადასალახავად ყველაფერს ვიზამთ. მართალია, ფრე ჩვენს მიზანს დააკმაყოფილებს, თუმცა ვიმეორებ, ჩვენი მთავარი მიზანი მაინც გოლის გატანა იქნება!

"დინამო" საქართველოში ტოპ-გუნდია, შესაბამიდან, ჩემპიონთა ლიგაზე ეტაპების მაქსიმალური რაოდენობით გავლაა ჩვენი მიზანი.

პირველ შეხვედრაში უჩა ლობჟანიძემ მიიღო ტრავმა. ასევე ტრავმა ჰქონდა ნიკოლოზ გელაშვილს, მაგრამ ვფიქრობ, ხვალინდელი მატჩისთვის ორივე მზად იქნება, თუმცა ითამაშებენ თუ არა, ამას ხვალ ვნახავთ. ჯერ არაა გადაწყვეტილი. ძირითად შემადგენლობასიახალი ფეხბურთელები იქნებიან, რისიც არ მეშინია - "დინამოს" ძლიერი სათადარიგო სკამი ჰყავს, რომლებიც ძირითად შემადგენლობას გააძლიერებს", - განაცხადა მწვრთნელმა.

ერევნის "ალაშკერტსა" და თბილისის "დინამოს" შორის გასამართი მატჩი ჩვენი დროით ხვალ 19:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ლუკა ძმობილო, ზოგადად არც მე ვარ მატჩის გაუქმების მომხრე. აქ საქმე სხვა რამეშია: საკითხზე რომ არც უფიქრიათ, ვისაც უნდა ეფიქრა, ამის ხაზგასმა მსურდა. მართალი ხარ ძამიკო, ერთი- ორი ჟურნალისტი მაინც უნდა გვყავდეს ისეთი, რომ თავში აზრად მოუვიდეს კითხვის დასმა. მით უმეტეს, გუშინ სროლის ხმას აუცილებლად გაიგონებდნენ ერევანში და ჯავშანმანქანებსაც ჩაუვლიდნენ გვერდს. გუნდის მენეჯმენტზე აღარაფერს ვამბიბ...
სამართალმცოდნე
11:29 19-07-2016
0
დინამოს კარგი მენეჯერები ყავს და იმედია არ გამორჩებათ ეგ ფაქტი... 1-1 მგონია მე
ლექსო
10:13 19-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული